ყოფილი თანამშრომლის ვინაობა, რომელიც ფეისბუქს დაუპირისპირდა, უკვე ცნობილია

“Ფეისბუკის” თანამშრომელმა, რომელმაც ორგანიზაციას მრავალ დარღვევაში დასდო ბრალი, ვინაობა გაამჟღავნა. Საუბარია 37 წლის ფრენსის ჰაუგენზე, რომელიც დეზინფორმაციასთან ბრძოლის ჯგუფში product manager-ის პოზიციას იკავებდა.

Ჰაუგენი კვირას CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მის მიერ გავრცელებული დოკუმენტები ნათლად ადასტურებენ “ფეისბუკის” უცვლელ დამოკიდებულებას, რომ “ზრდა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უსაფრთხოება”.

“ფეისბუკი” კი აცხადებს, რომ გაჟონილ ინფორმაციებს მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავთ და მათში კომპანიის მიერ ჩატარებული პოზიტიური კვლევები მოყვანილი არ არის.

ინტერვიუში ჰაუგენი ამბობს, რომ კომპანია გასულ წელს მასთან უთანხმოებისა და დაპირისპირების გამო დატოვა, თუმცა მანამდე საჭირო დოკუმენტებისა და ჩანაწერების კოპირება მოახერხა. Საბოლოოდ, მასაალები Wall Street Journal-ს გადასცა, რომელიც გასული სამი კვირის განმავლობაში მასალებს “ფეისბუკის ფაილების” (Facebook Files) სახელით აქვეყნებდა.

დოკუმენტაციამ დაადასტურა, რომ ცნობილი ადამიანები, პოლიტიკოსები და ელიტარული წრეების სხვა წარმომადგენლები კომპანიის მხრიდან განსხვავებული დამოკიდებულებებით სარგებლობდნენ. გაირკვა, რომ ზოგიერთი ექაუნთის მისამართით მოდერაციის პოლიტიკა განსხვავებულად, ან საერთოდ არ მუშაობდა – მაგალითად, სისტემა XCheck (cross-check) ანუ ჯვარედინი შემოწმება.

გავრცელებული მასალებიდან, ასევე, ირკვევა, რომ “ფეისბუკს” სამართლებლივი დავები ჰქონდა მისი მეწილეებისგან შემდგარი ჯგუფის წინააღმდეგაც. ჯგუფის მტკიცებით, აშშ-ს ფედერალურ სავაჭრო კომისიისათვის “ფეისბუკის” მიერ გაღებული 5 მილიარდი დოლარი (3.65 მილიარდი ფუნტი სტერლინგი) კემბრიჯის ანალიტიკის მონაცემების სკანდალის გადასაჭრელად იმდენად მაღალი იყო, ის უშუალოდ მარკ ცუკერბერგის პირადი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებას ემსახურებოდა. 

თუმცა, უმთავრესი საკითხი, რომელიც მედიისა და ამერიკული საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, “ინსტაგრამს” (რომლის მფლობელიც “ფეისბუკია”) ეხება. “ფეისბუკის” შიდა კვლევებმა დაადგინა, რომ “ინსტაგრამი” გავლენას ახდენს მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და სუიციდზე, მაგრამ კომპანიამ მიღებული დასკვნები საჯაროდ არ გააზიარა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ პლატფორმა ბევრი აზალგაზრდა ადამიანისთვის “ტოქსიკური” ადგილი იყო.

ჰაუგენმა, ასევე, ისაუბრა იანვარში კაპიტოლიუმში შეჭრის ფაქტზე და იქ მომხდარ სასიკვდილო არეულობებზე. Მისი თქმით, Facebook–მა ძალადობის გაღვივებას ხელი შეუწყო.

კომპანიის გლობალური ურთიერთობების ვიცე-პრეზიდენმა ნიკ კლეგმა კი CNN–ის ეთერში გამოსვლისას განაცხადა, რომ ეს ბრალდებები სასაცილოა Facebook-ი კაპიტოლიუმზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი ვერ იქნება.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.