ჩაის რეგულარულ მომხმარებლებს ჯანმრთელი ტვინები აქვთ

ჩაის ხშირად სიცოცხლის ელექსირადაც კი მოიხსენიებენ, იგი ფართოდ გავრცელებული და ბევრისთვის საყვარელი სასმელია. ახალი კვლევის მიხედვით, ჩაის არა-მსმელ ადამიანებთან შედარებით, მის რეგულარულ მოხმარებლებს უკეთესად ორგანიზბული ტვინის რეგიონები და ჯანსაღი კოგნიტური ფუნქციები აქვთ.

“ჩვენი კვლევის შედეგები, გვაძლევის იმის მტკიცების საშუალებას, რომ ჩაის სმა პოზიტიურად მოქმედებს ჩვენი ტვინის სტრუქტურაზე, ხოლო მისი რეგულარული მოხმარება  ერთგვარ დამცავ ეფექტს ქმნის და ტვინს დაბრებისგან იცავს” – ფენგ ლეი, სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის Yong Loo Lin-ის მედიცინის სკოლის ფსიქოლოგთა განყოფილების ასისტენტ პროფესორი.

აქამდე ჩატარებულმა კვლევებმა გვაჩვენა, რომ ჩაის მიღება სასრგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, იგი ჩვენი ხასიათის გაუმჯობესებასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკაშიც კი გვეხმარება.

2017 წელს ხანგრძლივი კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ ჩაის ყოველდღიური მოხმარება ასაკის მატებასთან ერთად 50%-ით ამცირებს კოგნიტური ფუნქციების დაქვეითების რისკს.

ამ აღმოჩენის შემდეგ, პროფესორმა ფენგმა და მისმა გუნდმა კიდევ უფრო შეისწავლეს ჩაის პირდაპირი მოქმედება ტვინის ქსოვილებზე და საინტერესო რამ აღმოაჩინეს.

მკვლევრების გუნდმა 60 წელს გადაცილებული 36 მოხალისე შეარჩია. მათ შეაგროვეს ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანების ჯანმრთელობის, ცხოვრების სტილისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ არსებული მონაცემები. ასევე ჩაუტარეს მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) და ნეიროფიზიოლოგიური ტესტები. დაკვირვება 2015-2018 წლების განმავლობაში მიმდიონარობდა.

მონაწილეთა კოგნიტური შედეგების ანალიზისა და ვიზუალური ანალიზის შემდეგ, მკვლევართა ჯგუფმა დააგინა, რომ პირებს, რომლებიც 25 წლის განმავლობაში კვირაში ოთხჯერ მაინც მიირთმევდნენ მწვანე ჩაის, ოლონგის ჩაის და შავ ჩაის,  ტვინის უკეთესი რეგიონების ურთიერთკავშირი ჰქონდათ.

”მაგალითის სახით ავიღეთ საგზაო მოძრაობა. განიხილეთ ტვინის რეგიონები როგორც მიმართულებები, ხოლო ტვინის რეგიონებს შორის კავშირები როგორც გზები. როდესაც საგზაო სისტემა უკეთესადაა ორგანიზებული, მანქანებისა და მგზავრების გადაადგილება უფრო ეფექტურია და ნაკლებ რესურსებს მოიხმარს. ანალოგიურად, როდესაც კავშირები ტვინის რეგიონებს შორის უფრო სტრუქტურირებულია, ინფორმაციის დამუშავება უფრო ეფექტურად ხდება”- განმარტავს ფენგი.

იმის გამო, რომ კონგნიტიური აზროვნება და ტვინის ორგანიზება კომპლექსურად არის დაკავშირებული, დამატებით კითხვებზე პასუხის გასაცემად კიდევ არის კვლევის გაგრძელება საჭირო. ფენგი და მისი გუნდი გეგმავენ ჩაის და მასში შემავალი ბიოაქტიური ნაერთების უფრო სიღრმისეულ შესწავლას.

კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ Aging-ში. ნაშრომზე ასევე მუშაოდბნენ ესსექსისა და კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვევლრებიც.

წყარო: WEFORUM.ORG
ფოტოები: Aging; Drew Taylor