ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთს შორის ურთიერთობა გაღრმავდება

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის, სი ძინპინის, მისალოც გზავნილში, რომელშიც ის ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს, მმართველი პარტიის დაარსების 75 წლისთავს ულოცავს, აღნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს, აცხადებს ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია.

Credits: KCNA via Reuters

შაბათს ჩრდილოეთ კორეის მმართველი მშრომელთა პარტიის დაარსებიდან 75 წლისთავი აღინიშნა. ღონისძიებები მოიცავს დიდ სამხედრო აღლუმს, რომელშიც, შესაძლოა, 2018 წლის შემდეგ პირველად მოახდინონ ჩრდილოეთ კორეის შორეული ბალისტიკური რაკეტების დემონსტრირება.

სიმ განაცხადა, რომ იგი ”ძალიან კმაყოფილია” იმ შედეგებით, რომელსაც ჩრდიოლეთ კორეამ უცხო ქვეყნებთან მოლაპარაკებებით მიაღწია, მიუხედავად უამრავი გამოწვევისა და წინააღმდეგობისა.

ჩინეთმა შეერთებულ შტატებთან და სხვა სახელმწიფოებთან ერთად სანქცია დაუწესა ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღისა და ბალისტიკური რაკეტის პროგრამების გამო, რამაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუარესება გამოიწვია. ამის შემდეგ სი და კიმმა ხუთი ოფიციალური შეხვედრა გამართეს 2018 და 2019 წლებში. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს 2019 წელს შეხვდა, სადაც მათ ბირთვულ იარაღზე მოლაპარაკება განაახლეს.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.