Amazon-ის ხმის ასისტენტი Alexa მომხმარებლის ქმედებებსა და სურვილებს წინასწარ განსაზსღვრავს

Amazon-ის პროდუქტს, ვირტუალურ ხმის ასისტენტ Alexa-ს, მომხმარებლებთან საუბარი და მათი სურვილების გამოცნობა შეუძლია. მაგალითად, თუ მომხმარებელი Alexa-ს ჰკითხავს რამდენ ხანია საჭირო ჩაიდნის ასადუღებლად, პროგრამა მას ინფორმაციას მიაწვდის, შემდეგ კი, ტაიმერის დაყენებასაც შესთავაზებს. Amazon–ის Echo სპიკერების საშუალებით, AI–ით მომუშავე ჩეთის სერვისი მილიონობით მომხმარებელს მიეწოდება.
ერთ-ერთი ექსპერტის თანახმად, ბევრმა, შესაძლოა, Alexa-ს ახალი უნარი შემაშფოთებლად მიიჩნიოს. Alexa-ს პროგრამული ინჟინრების, ანჯიშნუ კუმარისა და ანანს რათის თქმით, “ახალი სისტემის საშუალებით, Alexa- ს შეუძლია წინასწარ განსაზღვროს მომხმარებლის თხოვნა, რომელიც მის კითხვას მოსდევს თან“.

ინჟინერები აცხადებენ, რომ აღნიშნული შედეგის მისაღწევად არაერთი დახვეწილი ალგორითმი შემუშავდა. ალგორითმი ცდილობს მომხმარებლის მიზნები დაადგინოს, მოგივანებით კი, მისი შესაძლო ქმედებები განსაზღვროს. მნიშვნელოვანია, რომ Alexa-მ მომხმარებელელს შეუმჩნევლად უნდა ადევნოს თვალყური – ისე, რომ დისკომფორტი არავის შეუქმნას.

ვებგვერდი Pocket-lint-ის დამფუძნებლის, სტიუარტ მაილსის, თქმით, ახალი სისტემა დროს შესანიშნავად დაზოგავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გამართულად იმუშავებს. სისტემის ეფექტურობა მომხმარებლის კითხვების გაგებითა და სურვილების ამოცნობით განისაზღვრება. ბუნენებრივია, თუ Alexa მომხმარებლის ბრძანებებს ვერ შეასრულებს, მას უბრალოდ გამორთავენ.

მომხმარებლებმა Alexa-ს ახალი სისტემა Reddit-ზე უკვე გააკრიტიკეს. მაგალითად, ერთ-ერთი მომხმარებელი აცხადებს, რომ Alexa მას მუდმივად თავისი ახალი ფუნქციების გამოყენებას სთავაზობს. იქიდან გამომდინარე, რომ მომხმარებელი აღნიშნული ფუნქციებით საერთოდ არაა დაინტერესებული, მას Alexa-ს შეთავაზებები ძალიან აწუხებენ.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You have successfully subscribed to the newsletter

რეგისტრაციისას დაფიქსირდა ხარვეზი.

თანახმა ვარ, Forbes Woman Georgia-სგან მივიღო ყოველკვირეული განახლებები.