Amazon მომხმარებლებს ხელის გულით გადახდას სთავაზობს

მაღაზიებში სიარულზე დახარჯული დროისა და ძალისხმევის შესამცირებლად, საცალო ვაჭრობის ყველაზე წარმატებულმა კომპანიამ Amazon დანერგა ახალი ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, მაღაზიებში მარტივად, საკუთარი ხელის გულით გადაიხადონ.

კომპანიამ წარადგინა მოწყობილობა Amazon One, რომლის სენსორთან ხელის ახლოს მიტანით ხელის გულთან წინასაწარ დაკავშირებული საკრედიტო ბარათიდან თანხის ჩამოჭრაა შესაძლებელი.

ამ ეტაპისთვის Amazon One დაინერგება Amazon Go-ს სიეტლის ორ ფილიალში. თუმცა მომავალ თვეებში იგეგმება მისი დანერგვა სან-ფრანცისკოს, ნიუ-იორკის, ჩიკაგოსა და სიეტლის სხვა ფილიალებშიც. კომპანია, ასევე, გეგმავს ინოვაციის შეთავაზებას ოფისებისა და სტადიონებისთვის.

ამაზონის ფიზიკური გაყიდვებისა და ტექნოლოგიის ვიცე-პრეზიდენტმა, დილიპ კუმარმა, CNN Business-ს განუცხადა, რომ Amazon One-ზე მუშაობა კომპანიამ პანდემიამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. თუმცა ამ სიტუაციას მოწყობილობა კიდევ უფრო უკეთ ერგება, რადგან მისი დახმარებით შესაძლებელი იქნება უკონტაქტო და მოქნილი გადახდა, რაც, შესაძლოა, ზოგიერთ ბიზნესს პანდემიასთან გამკლავებაში ძალიან დაეხამროს.

აღსანიშნავია, რომ, კუმარის თქმით, მაღაზიებს მსგავსი ტექნოლოგიით მომხარებლის იდენტიფიკაციასა და პირად მონაცემებთან არანაირი წვდომა და შენახვის უფლება არ ექნებათ. თუმცა ხელის გულის სურათებს კოპმანია დაშიფრავს და ონლაინ შეინახავს.

წყარო: CNNBusiness

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.