Cannes Lions-ის საერთაშორისო ფესტივალი კორონავირუსის გამო გადაიდო

Cannes Lions-ის საერთაშორისო ფესტივალი 2020, რომელიც ოქტომბრის თვეში უნდა გამართულიყო, COVID-19-ის პანდემიის გამო, გადაიდო. ღონისძიების ჩატარების ახალ სავარაუდო თარიღად კი 2021 წლის 20-25 ივნისი სახელდება.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ მარტში Cannes Lions-ის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ ფესტივალი სტუმრებს დაგეგმილ ვადებში უმასპინძლებდა.

“ვინაიდან COVID-19–ის გავლენა მსოფლიოს მასშტაბით ადამიანებზე კვლავ მძაფრად იგრძნობა,  ჩვენთვისაც პრიორიტეტი ჩვენი ხალხის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება გახდა. ამ გადაწყვეტილების მიღება ჩვენთვის მარტივი არ ყოფილა”, – განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ფილიპ თომასმა.

Cannes Lions-ის საერთაშორისო ფესტივალი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოვლენაა მსოფლიო სარეკლამო სფეროში. იგი 1954 წელს იღებს სათავეს და ყოველწლიურად ქალაქ კანში ტარდება. 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.