ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ქართველ სტუდენტებს ახალ გამოწვევას სთავაზობს. EBRD–ის განცხადებით, აღნიშნული გამოწვევა მათ საქართველოში პრიორიტეტების დალაგებაში დაეხმარება.
სამეცნიერო კონკურსში ჩაბმა სტუდენტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით შეეძლებათ, მათი დავალება კი იმ წინააღმდეგობების გამოვლენა იქნება, რომლებსაც კერძო ბიზნესი საქართველოში ყოველდღიურად ხვდება.
თუ თქვენ სწავლობთ ეკონომიკას, ბიზნესის ადმინისტრირებას, პოლიტიკურ ეკონომიკას ან სხვა შესაბამის საგნებს, ხართ ბაკალავრიატის ბოლო კურსზე, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის ხარისხზე, მაშინ ეს თქვენი შანსია.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ EBRD-ის ვებ-გვერდს.