ESA: რა არის კოსმოსური სამართალი

ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ინტერნეტ-მომხმარებლებს სთავაზობს ვიდეო-სერიას „Meet the Experts“ (შეხვდი ექსპერტებს), რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა დარგის ექსპერტები კოსმოსური საქმიანობის მნიშვნელოვან ასპექტებს გვაცნობენ. ერთ-ერთი ასეთი ასპექტია კოსმოსური სამართალი.

ვინაიდან ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სამართალი დედამიწაზე და მთელი დედამიწა ფეხდაფეხ მიყვება მის კანონებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამართალი დედამიწის მიღმა არ არსებობს. არსებობს მკაცრად განსაზღვრული კოსმოსური სამართალი, რომელიც შემუშავებულია გაერთიანებული ერების კომიტეტის მიერ კოსმოსური სივრცის მშვიდობიანი გამოყენებისთვის.

მთავარი კოსმოსური ხელშეკრულების თანახმად, რომელიც 1967 წელს მიიღეს, ყველა ქვეყანას აქვს წვდომა, უფლება მშვიდობიანი მიზნებისათვის გამოიყენოს კოსმოსური სივრცე და შეისწავლოს იგი. კოსმოსურ სამართალში არსებობს პასუხისმგებლობის კონვენცია, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ კანონდარღვევას უნდა მოჰყვეს პასუხიმგებელი პირისა და ქვეყნის დადგენა და გასამართლება შესაბამისი მუხლით. ამასთანავე მკაცრადაა განსაზღვრული ასტრონავტების უფლებები. მათი გადარჩენისა და დაბრუნების ხელშეკრულებაში მკაცრადაა შემუშავებული და დადგენილი ქვეყნების ვალდებულებები მათდამი. ამასთანავე ასტრონავტებსაც აქვთ ვალდებულებები კოსმოსური სამართლისადმი, რომლის დაცვაც აუცილებელია  ბორტსა და თავად ღია კოსმოსში გასვლისას.

და მაინც, ვინ ფლობს კოსმოსს?

პასუხი ერთია, არავინ. არავის აქვს უფლება გამოაცხადოს კოსმოსი თავის საკუთრებად და თუნდაც რაიმე სუვენირი წამოიღოს იქიდან.

 

No Comments Yet

Comments are closed