

Forbes-მა ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობი ქალების სია გამოაქვეყნა.
რეიტინგში პირველი ადგილი ,,Modern Family”-ს მსახიობს, სოფია ვერგარას, უკავია. 2020 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მსახიობმა 43 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
უკანასკნელ ერთ წელიწადში $35,5 მილიონი გამოიმუშავა და სიის მეორე ადგილი დაიკავა ანჯელინა ჯოლიმ. აქედან, 200 მილიონი მსახიობმა Marvel-ის ახალი ფილმისთვის (,,The Eternals“) მიიღო.
მესამე ადგილზე $31,5 მილიონით გავიდა ფილმ ,,ქალი საოცრებას“ როლის შემსრულებელი გალ გადოტი.
მეოთხე ადგილი – მელისა მაკარტი, $25 000 000
რეიტინგის მეხუთე ადგილი მერილ სტრიპს ერგო. მსახიობმა 2020 წლისთვის 24 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
მეექვსე ადგილი – ემილი ბლანტი, $22 500 000
მეშვიდე ადგილი – ნიკოლ კიდმანი, $22 000 000
მერვე ადგილი – ელენ პომპეო, $19 000 000
მეცხრე ადგილი – ელიზაბეტ მოსი, $16 000 000
15,5 მილიონი დოლარით ბოლო ადგილზე მოხვდა ვაიოლა დევისი.