ყოველთვიურმა გავლენიანმა საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance-მა, თიბისი საქართველოში ყველაზე უსაფრთხო ბანკად დაასახელა.

Global Finance-მა ბანკები  უცხოური ვალუტის გრძელვადიანი შეფასების სისტემით Moody’s, Standard & Poor’s–ისა და Fitch–ზე დაყრდნობით, დაკვირვებითა და კვლევის საფუძველზე შეარჩია. ასევე, მსოფლიოს 1000 უმსხვილესი ბანკის მთლიანი აქტივებისგან.
Global Finance-ი  საერთაშორისო საფინანსო სექტორის შესახებ ანგარიშებს მუდმივად აქვეყნებს, რომელიც მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა კორპორატიული ფინანსები,  ქვეყნის პროფილები, კაპიტალის ბაზრები, ინვესტორებთან ურთიერთობები, ვალუტები, ბანკები, რისკების მენეჯმენტი, პირდაპირი ინვესტიცია და ფულის მენეჯმენტი.