მსოფლიო ბანკის საერთაშორისო ფინანსური კოორპორაციის (IFC) კვლევის მიხედვით, კომპანიები, რომელთა დირექტორთა საბჭოს  შემადგენლობაში ქალები არიან წარმოდგენილნი უკეთესი ფინანსური მაჩვენებლები აქვთ, ვიდრე იმ კომპანიებს, რომლთა საბჭოები მხოლოდ მამაკაცებით არის დაკომპლექტებული.

IFC-მა ASEAN-ის ქვეყნებში (ჩინეთი, ინდონეზია, მალაიზია, ფილიპინები, სინგაპური, ტაილანდი, ვიეტნამი) 1000-ზე მეტი კომპანია გამოიკვლია.

დირექტორთა საბჭო ქალი წევრებით – ROA (3.8%); ROE (6.2%). (საშუალო) 
დირექტორთა საბჭო მხოლოდ მამაკაცი წევრებით – ROA (2.4%); ROE (4.2%). (საშუალო) 

“ბიზნესში ქალების მიერ შემოთავაზებული უზარმაზარი პოტენციალის გამოყენებით, აზიის კომპანიებს შეუძლიათ გახდნენ უფრო ძლიერნი,  მდგრადი და მიმზიდველნი ინვესტორებისთვის. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს უფრო ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, რაც სწორი ტრაექტორიის გაგრძელებას ნიშნავს ანუ იმ ტრაექტორიის, რომელიც ბოლო ათწელეულების განმავლობაში მილიონობით ადამიანს დაეხმარა სიღარიბისგან თავის დაღწევაში” – ვივეკ პათაკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონალური დირექტორი, აღმოსავლეთ აზიასა და წყნარ ოკეანეში.

ბოლოდროინდელი მიღწევების მიუხედავად, კვლევაში ნათქვამია, რომ რეგიონში “გენდერული მიკერძოება” კვლავ აქტუალურია და ქალებს მაღალი პოზიციისთვის “ნაკლებად შესაფერისად” მიიჩნევენ.

”საბჭოში ქალი წევრების ყოფნამ აჩვენა, რომ ამ შემთხვევაში, საბჭო გადაწყვეტილებებს უფრო ფართო ხედვიდან გამომდინარე იღებს, რაც ავითარებს უფრო მეტ ინკლუზიურობას და, საბოლოოდ, უკეთეს ფინანსურ შედეგს გვაძლევს. ინკლუზიური ბიზნესი, რომელიც ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას, რომელსაც აქვს ღირსეული სამუშაო ეთიკა და  ეკონომიკურ ზრდა,  მდგრადი განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია” – Y.W. ჯუნარდი, ინდონეზიის გლობალური კომპაქტური ქსელის (IGCN) პრეზიდენტი.

IFC მოუწოდებს კომპანიებს შექმნან ისეთი პოლიტიკა, რომელიც უფრო მეტ ქალს წაახალისებს  და  მისცეს მათ შესაძლებლობას წამყვან პოზიციებზე დასაქმდნენ.