Instagram სარეკლამო ბიუჯეტის უმეტეს ნაწილს მოზარდთა სამიზნე აუდიტორიაზე ხარჯავს

ინსტაგრამი თავისი გლობალური მარკეტინგული ბიუჯეტის უდიდეს ნაწილს მოზარდთა სამიზნე აუდიტორიაზე ხარჯავს, ამის შესახებ The New York Times იუწყება.

ცნობილია, რომ Facebook-ის მფლობელი აპლიკაცია თინეიჯერი მომხმარებლების დაკარგვას „ეგზისტენციალურ საფრთხედ“ მიიჩნევს. ინსტაგრამის მომხმარებელთა 40%-ზე მეტი 22 წლის და უმცროსია, ხოლო თინეიჯერები აშშ-ში 50%-ით მეტ დროს ატარებენ Instagram-ზე, ვიდრე Facebook-ზე.

ინსტაგრამის ბიუჯეტი, რომელიც მარკეტინგული კამპანიებისთვისაა გათვლილი, $390 მილიონს შეადგენს, საიდანაც თითქმის მთელი წილი 2018 წლიდან მოზარდებისთვის რეკლამების ჩვენებაზეა გათვლილი.