NASA კოსმოსური ნარჩენების გადამუშავების გზებს განიხილავს

NASA-ს კოსმოსის სამეთვალყურეო ჯგუფის მოთხოვნით, დაიწყო მუშაობა კოსმოსური ნარჩენების გადამუშავების პოტენციურ გზებზე.

მოგეხსენებათ, კოსმოსური ნარჩენები არ არის დედამიწაზე არსებული ნარჩენების ანალოგიური, რადგან, ამ შემთხვევაში, საქმე ეხება ასტრონავტების უსაფრთხოებას. იმის გამო, რომ ნარჩენების ნამსხვრევები ორბიტაზე ათასობით კილომეტრ საათის სიჩქარით მოძრაობენ, უმცირეს ნაწილებსაც კი შეუძლიათ ხომალდის დაზიანება და წარგზავნილი მისიის შეფერხება.

NASA-ს ატმოსფეროს უსაფრთხოების სკონსულტაციო ჯგუფმა (NASA’s Aerospace Safety Advisory Panel) განიხილა ნარჩენების გადამუშავების რამდენიმე ვერსია, მათ შორის კომპანია Northrop Grumman-ის ვარიანტი, რომელიც კოსმოსში ნარჩენების შემკრები და გადამამუშავებელი, დამატებითი თანამგზავრების გაშვებას გულისხმობს.

თუმცა NASA კოსმოსში დამატებითი თანამგზავრების გაგზავნას მაქსიმალურად ერიდება და აქტუალურად განიხილავს კომპანია Nanoracks-ის პროექტს, რომელიც ორბიტაზე შემორჩენილი კოსმოსური ნარჩენების (კონკრეტულად, კოსმოსური ხომალდების უკვე გამოყენებული სარაკეტო მაჩქარებლების) სასარგებლო ტექნოლოგიად გარდაქმნას გულისხმობს.

Image courtesy of Nanoracks

NASA-ს ცნობების მიხედვით, დღესდღეობით დედამიწის ორბიტაზე არსებული 5 000 თანამგზავრიდან 3 000 მწყობრიდანაა გამოსული. კოსმოსური ნარჩენების, დაახლოებით, 14 000 ნაწილი თავისუფლად მოძრაობს კოსმოსურ სივრცეში, ეჯახება ხომალდებს და საფრთხეს უქმნის ასტრონავტების ჯგუფებს.

მნიშვნელოვანია, რომ ამიერიდან NASA-ს ატმოსფეროს უსაფრთხოების სკონსულტაციო ჯგუფი მსგავსი პროექტების დაფინანსებას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს და კოსმოსური ნარჩენებისგან განთავისუფლებას NASA-ს ერთ-ერთ პრიორიტეტად აქცევს.

1 Comment

Leave a Reply

Your email address will not be published.