NDI: ბანკები, დანაზოგები და სესხები

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი განწყობების ახალი კვლევა გამოქვეყნდა. კვლევა ეხებოდა როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკას, მათ შორის დანაზოგებსა და მოსახლეობის განწყობებს ბანკებისადმი.

აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის 88%-ს დანაზოგი არ აქვს და მხოლოდ 10% აკეთებს დანაზოგს.

დანაზოგის გაკეთების შესაძლებლობის შემთხვევაში მოსახლეობის 45% ფულს ბანკში ან სხვა ფინანსურ დაწესებულებაში შეინახავდა, ხოლო 45% ფორმალური ინსტიტუტების გარეთ (სახლში, მეგობრიოს სახლში ან მიწაში).  ამათგან 43% დანაზოგის გაკეთება ეროვნულ ვალუტაში ლარში, 38%-ი დოლარში, ხოლო 9%-ს ევროში ურჩევნია.

კითხვაზე – რისთვის გამოიყენებდით ამ დანაზოგს? – უმრავლესობის (31%-ის) აზრით, უძრავი ქონების შესაძენად გამოიყენებდა, 27% შეინახავდა საკუთარი ან შვილის განათლებისათვის, ხოლო 19% შეიძენდა საყოფაცხოვრებო ტექნიკას ან სხვა საჭირო ნივთებს. 18% დანაზოგს სამედიცინო ხარჯებისთვის შეინახავდა.

მნიშვნელოვანია ისიც, თუ რა ვითარებაა ქვეყნებში სესხების მიმართულებით. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 54% სესხით სარგებლობს. აღნიშული 54% სესხით მოსარგებლისგან 71% სესხის შენატანს მუდმივად დროულად ფარავს. 24%-ს ზოგჯერ უჭირს სესხის შენატანის დროულად დაფარვა, ხოლო 5% კი – ვერასდროს ვერ ფარავს სესხის შენატანს თავის დროზე.

საზოგადოებისთვის სესხის მთავარ წყაროდ კვლავ ბანკები რჩებიან (68%), 16%-ისთვის სესხის წყაროს ოჯახი ან მეგობრები წარმოადგენენ, 3% კი ფულს კერძო მსესხებლისგან სესხულობს.

აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის დამოკიდებულება ბანკების მიმართ არც თუ ისე სახარბიელოა, რადგან გამოკითხულთა 72%-ს სრულიად არ ჯერა, რომ ბანკები მათ სესხებს კარგი პირობებით სთავაზობენ.

საზოგადოების განწყობა 2019 წლის მთავრობის მეირ შემოღებული რეგულაციების მიმართ პოზიტიურია და მას 49% დადებითად აფასებს. აღნიშნული რეგულაცია  გულისხმობს სესხის გამცემი კომპანიებისგან მოითხოვოს კლიენტის გადახდისუნარიანობის შეფასება და სესხის ოდენობის შეზუდვა იმაზე დაყრდნობით.

აღნიშნული კვლევის საველე სამუშაოები ჩატრადა 2019 წლის 13-19 ივლისის პერიოდში ჩატარდა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). კვლევაში მონაწილეობა 2131 პირმა პირისპირ ინტერვიუს სახით მიიღო. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი 1.7%-ია. კვლევა განხორციელდა CRRC საქართველოს მიერ NDI-ის დაკვეთით, დიდი ბრიტანეთის მთვარობისა და UK AID-ის ფინანსური ხელშეწყობით.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.