ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი განწყობების კვლევა დღეს გამოქვეყნდა.
კვლევა ეხებოდა როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკას, მათ შორის ეკონომიკურ მდგომარეობას.
მოსახლეობის 63% ქვეყნის ამჟამინდელ ეკონომიკურ მდგომარეობას უარყოფითად აფასებს. 2018 ივნისთან შედარებით, უკმაყოფილება გაზრდილია. გამოკითხულთა 31%-ს მიაჩნია რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა “საშუალოა” . მხოლოდ 4% აფასებს მდგომარეობას დადებითად.
გამოკითხულთა 70%-ს სჯერა, რომ საქართველოს ეკონომიკა სარგებელს მხოლოდ ადამიანების გარკვეულ ჯგუფს აძლევს, 12%-ს კი სჯერა, რომ ეკონომიკა სარგებელს ყველა მოქალაქაეს ერთნაირად აძლევს, 9% კი თლის რომ საქართველოს ეკონომიკა სარგებელს არავის არ აძლევს, 9%-მა არ იცის.
მოსახლეობის 84% ეკონომიკურ მდგომარეობაზე მთავარ პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს. 76%-ს სჯერა რომ მთავრობა სრულად არის პასუხისმგებელი ეკონომიკის მდგომარეობაზე, 16% პასუხობს, რომ მთავრობა ნაწილობრივ არის პასუხისმგებელი, 1% თვლის, რომ მთავრობა არ არის პასუხისმგებელი ხოლო 7%-მა არ იცის.
აღნიშნული კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 13-19 ივლისის პერიოდში ჩატარდა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). კვლევაში მონაწილეობა 2131 პირმა, პირისპირ ინტერვიუს სახით მიიღო. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი 1.7%-ია. კვლევა განხორციელდა CRRC საქართველოს მიერ NDI-ის დაკვეთით, დიდი ბრიტანეთის მთვარობისა და UK AID-ის ფინანსური ხელშეწყობით.