Netflix-ის, Amazon-ისა და Disney-ის ბრძოლა ინდური ბაზრისთვის

ინდურ ოჯახებში ტელევიზორთან ტრადიციული საღამო დაუსრულებელი, ბოლივუდური საპნის ოპერების ყურებას ნიშნავს, რომელიც უკვე ნანახს იმდენჯერვე იმეორებს, რამდენჯერაც გაგიხარდებათ. ინდურ ტელესივრცეებს საკმაოდ მკაცრი სტანდარტები აქვთ და იშვიათად, ან საერთოდ ვერ ნახავთ იმ შინაარსის მქონე მსუბუქ გადაცემებს, რომელშიც სექსი, სითამამე ან მსგავსი რაიმეა ნაჩვენები.
ამის მიუხედავად, რეალობა სულ სხვანაირია. ინდოეთში უამრავი ადამიანი ინტერნეტისა და ციფრული ტექნიკის წყალობით, უყურებს იმ შინაარსის ვიდეოებს, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ. შესაბამისად, სატელევიზო სივრცის სტანდარტები მათთვის ხელოვნურად შექმნილი ბარიერია. რეალურად მოთხოვნა არსებობს, მაგრამ არ არის სათანადო მიწოდება. ბუენბრივია, ეს ინფორმაცია მედიაზე ადრე ამ სფეროში ლიდერმა კომპანიებმა გაიგეს და გაიაზრეს, სწორედ ამიტომ Netflix, Amazon და Disney ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რათა ინდური ტელევიზიების მოსაწყენი პროგრამა ჩაანაცვლონ უფრო სექსუალური, თამამი და მხიარული პროდუქტით, რომელიც ევროპისა და ამერიკის მოსახლეობის ინტერესის სფეროს მოიცავს.
 
წყარო: The Economist
No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.