Tesla მანქანებში დარჩენილი ბავშვებისთვის მაღალი ტემპერატურის გამოსავლენად ავტომობილის სენსორების გამოყენებას გეგმავს

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2018-2019 წლებში 50–ზე მეტი ბავშვი დაიღუპა ცხელ მანქანაში დატოვებით.

Tesla–ს მიერ უსაფრთხოების თვალსაზრით შემუშავებული უახლესი ფუნქცია გადამცემი სისტემაა, რომელიც ახალშობილის მანქანაში მარტო დატოვების შემთხვევაში, მშობლებს ავტომობილში არსებული მაღალი ტემპერატურის შესახებ აფრთხილებს.

ამასთან, Tesla–ს სატრანსპორტო საშუალების ახალი ფუნქცია უკანა სავარძელზე დარჩენილი ახალშობილის კონტროლის საშუალებას იძლევა, რომელიც ბავშვის სუნთქვისა და გულისცემის მაჩვენებელს გამოავლენს.

ახალი სისტემა, ასევე, მომხმარებლებს მგზავრების ზომებისა და წონის ზუსტად განსაზღვრის საშუალებას აძლევს, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოების ბალიშების თითოეულ მგზავრზე ინდივიდუალურად მორგებას.

დამატებითი მახასიათებლის სახით, მას გააჩნია ქურდების იდენტიფიცირების ფუნქცია, მანქანაში შეჭრის ან ფანჯრის ჩატეხვის შემთხვევაში.

Tesla-ს განცხადებით მისი ახლებური სისტემა არსებულ შეთავაზებებზე გაცილებით საიმედოა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებს კომპანია აღნიშნული ტექნოლოგიური სიახლის დანერგვას.

წყარო: techradar.com