TikTok პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს

photo – bankinfosecurity

ჩინური ვიდეოპლატფორმა TikTok აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მიერ 6 აგვისტოს მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალური ქსელის აკრძალვის შესახებ ეწინააღმდეგება და მის მიმართ საქმის იურიდიულად წამოწყებას აპირებს.

როგორც კომპანიის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ტრამპის ადმინისტრაციასთან შეხვედრის და პრობლემის კონსტრუქციულად მოგვარების ყველა მცდელობა უშედეგო იყო და ისინი ფაქტების განხილვას თავს არიდებდნენ.

„კანონის უზენაესობის აღსადგენად და ჩვენი მომხმარებლების მიმართ სამართლიანი მოპყრობისთვის იძულებულნი ვართ, საქმის განხილვა სასამართლოს გზით გავაგრძელოთ.“ – აცხადებს TikTok-ის სპიკერი, ჯოშ გარტნერი.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.