უახლესი კვლევა, რომელიც Emerging Europe-მა აღმოსავლეთ და სამხრეთ – აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში,…
ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერმა Visa-მ უფასო ონლაინ საგანმანათლებლო პროგრამის დაწყება დააანონსა. პროგრამა, ქართველი მეწარმე ქალებისა და მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის გლობალური She’s Next ინიციატივის ფარგლებში, ბიზნესლიდერთა ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“ და “Forbes Woman Georgia”-სთან ერთად მომზადდა.
She’s Next ინიციატივა, რომელიც 2019 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო, დღეს Visa–ს მხარდაჭერით უკვე გლობალური მასშტაბით ხორციელდება და მიზნად ისახავს მიკრო და მცირე ბიზნესის, კერძოდ კი, ქალ მეწარმეთა ხელშეწყობას.
She’s Next კამპანია მიზნად ისახავს ქალი მეწარმეების გაძლიერებას, მათთვის საგანმანათლებლო აქტივობების შეთავაზების გზით.
საქართველოს She’s Next კამპანიის პირველი ტალღის ფარგლებში, Forbes Woman Georgia-სთან პარტნიორობით Visa ქმნის She’s Next პორტალს, რომელზეც წარმოდგენილი იქნება საქმიანი ქალების ისტორიები. აღნიშნული ისტორიები გვიჩვენებენ იმ გზას, რომელიც She’s Next-ის წარმომადგენლებმა თავიანთი ბიზნესის შესაქმნელად გაიარეს. მკითხველს საშუალება ექნება გაიზიაროს ნინო ზამბახიძის, ქეთევან ბოჭორიშვილის, მედეა ტაბატაძის, ანანო დოლაბერიძისა და ნონა ნონიაშვილის გამოცდილება, გაეცნოს მათ სამომავლო ხედვებს, გაიგონ რა გამოწვევები ელით ქალ მეწარმეებს საქმიანობის საწყის ეტაპზე და რა მეთოდებით შეძლებენ ამ გამოწვევებთან გამკლავებას.