7 ოქტომბერს bobblehead-ის მუზეუმმა (The National Bobblehead Hall of Fame and Museum) ამერიკის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის მიმდინარე დებატებისას განაცხადა, რომ მაიკლ პენსის გამოსახულებას ბუზთან ერთად მუზეუმი გაყიდის. Bobblehead ძირითადად ცნობილი ადამიანის კარიკატურული ფიგურაა მოძრავი და არაპროპორციულად დიდი თავით.
მაიკ პენსის bobblehead დეტალურად იმეორებს ცნობილ კადრს: პენსის მინიატურას ის სამოსი აცვია, რომელიც ვიცე-პრეზიდენტს ოპონირებისას ეცვა. ბუზი კი ვიცე-პრეზიდენტის თმაზე ზის. ამასთანავე, bobblehead-ის ავტორებს არ დავიწყებიათ სპეციალური გამყოფი მინაც, რომელიც დებატებში პირველად კორონა ვირუსისგან თავის დასაცავად გამოიყენეს.
მუზეუმი ახალ bobblehead-ს მისივე ონლაინ მაღაზიაში 25 დოლარად ყიდის.