სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთში სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაესწრებიან

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე, დაპირისპირებულ მხარეებს შორის დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, ვლადიმერ პუტინმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთში მოლაპარაკებაზე დაპატიჟა.

Photo Credits to France24

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ორი დაპირისპირებული მხარე ერთმანეთს ჰუმანიტარული მიზნებით შეხვდება და ცხედრებსა და სამხედრო ტყვეებს გაცვლიან.

საერთაშორისო საზოგადოებამ სომხეთსა და აზერბაიჯანს ბრძოლის შეჩერებისკენ არაერთხელ მოუწოდა, მაგრამ კონფლიქტის შერბილების ნიშნები არ გამოხატულა. კონკრეტულად, საფრანგეთის, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერებმა ერთობლივად გააკეთეს ცეცხლის დაუყოვნებლივად შეწყვეტის შესახებ განცხადება.

რუსეთის შუამავლობით დაგეგმილი სამშვიდობო შეხვედრა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ისტორიაში, პირველ მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს კონფლიქტის მოგვარების საერთაშორისო მცდელობებში.

No Comments Yet

Comments are closed