გაერთიანებულმა სამეფომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა დაამტკიცა

Photo credits to aljazeera.com

გაერთიანებული სამეფო მსოფლიოში პირველი ქვეყანაა,  რომელმაც Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ფართო გამოყენებისათვის დაამტკიცა. ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანო MHRA აცხადებს, რომ ვაქცინა 95%-ით ეფექტურია და ის ხელმისაწვდომი უკვე შემდეგ კვირას იქნება.

დიდმა ბრიტანეთმა კომპანიას 40 მილიონი ვაქცინის დოზა შეუკვეთა, რაც 20 მილიონი ადამიანის ასაცრელადაა საკმარისი. ვაქცინის ეფექტურობისთვის, თითო ადამიანი 21 დღის ინტერვალით, ორჯერ უნდა აიცრას.  მომდევნო დღეებში გაერთიანებული სამეფო პირველ 10 მილიონ დოზას მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე სწრაფი ვაქცინაა, რომელიც ოდესმე შექმნილა. მის შექმნასა და გამოცდას მხოლოდ 10 თვე დასჭირდა. ჩვეულებრივ, ამგვარი ვაქცინის შესამუშავებლად, ათწლეულია საჭირო.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეტ ჰენკოკმა, “ტვიტერზე” დაწერა, რომ: ”დახმარება უკვე გზაშია. ჩვენ მზად ვართშემდეგი კვირის დასაწყისში იმუნიზაცია დავიწყოთ.” მიუხედავად იმისა, რომ მალე მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება, ადამიანები კვლავ ფხიზლად უნდა იყვნენ – მათ სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან, ნიღბები ატარონ და თუ ვირუსი შეეყრებათ, იზოლაციაში უნდა გადავიდნენ. იმუნიზაციითა და ამ წესების დაცვით იქნება შესაძლებელი გავრცელების შეჩერება.

გაერთიანებულ სამეფოში, თავდაპირველად, მაღალი რისკის ჯგუფის ადამიანები აიცრებიან. კერძოდ, მოხუცთა თავშესაფრების მაცხოვრებლები და მათი პერსონალი. ასევე, 80 წელს გადაცილებული პირები, მედპერსონალი და სოციალური დაცვის მუშაკები. დანარჩენი მოქალაქეები კი, 2021 წელს შეძლებენ ვირუსზე აცრას.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You have successfully subscribed to the newsletter

რეგისტრაციისას დაფიქსირდა ხარვეზი.

თანახმა ვარ, Forbes Woman Georgia-სგან მივიღო ყოველკვირეული განახლებები.