30 Under 30: Forbes-ის წარმატებული ახალგაზრდების სიაში თითქმის ნახევარია ქალი

კომპანია Forbes-მა 2021 წლისთვის „30 Under 30“-ის ნომინანტები წარადგინა. სია ოცი სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე ახალგაზრდა ადამიანებისგან შედგება, რომლებმაც საკუთარ სფეროში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს.

Photo Credits to Mamadi Doumbouya/Forbes

ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე მოქმედ ნომინანტებს შორის 59% კაცია, 40% – ქალი, 1% კი – არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე. სიის ყველაზე ახალგაზრდა წევრებიც – 15 წლის ჯალეია ჰარმანი და შაჰადი რაით ჯოზეფი – გოგონები არიან. ჯალეია ტიკტოკ არტისტია, შაჰადი კი მომღერალი და მსახიობი, რომელიც წელს „ჰოლივუდის კრიტიკოსთა ასოციაციამ“ ჰოლივუდის მომავალ თაობად დაასახელა.

600 ნომინანტიდან ნახევარზე მეტი სხვადასხვა კომპანიის დამაარსებელი ან თანადამაარსებელია. საინტერესოა, რომ წლევანდელ ნომინანტებს შორის ჯერჯერობით ყველაზე მეტი „Z-თაობის“ წარმომადგენელი მოხვდა. მათმა რაოდენობამ წარდგენილთა 12% შეადგინა.

Photo Credits to Mamadi Doumbouya/Forbes

სიაში მოხვდნენ ისეთი ადამიანებიც, როგორებიც მომღერალი Doja Cat, კალათბურთელი ეიჯა უილსონი და მსახიობი საბრინა კარპენტერი არიან. სიის საერთო პოსტერზე კი ICON-ის დამფუძნებელ ალექს ლე რუსთან და ვიდეოთამაშების დეველოპერ იენგ ლიუსთან ერთად ფრჩხილის ლაქების მწარმოებელი კომპანია „ManiMe“-ს აღმასრულებელ დირექტორს, ჯუიუნ სონგს, იხილავთ.

No Comments Yet

Comments are closed