კატო მიქელაძის პრემიის კანდიდატების წარდგენა დღეიდან 31 ოქტომბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

ქალ უფლებადამცველთა გასაძლიერებლად შექმნილი კატო მიქელაძის პრემიის რიგით მეცხრე დაჯილდოებისთვის კანდიდატების წარდგენა უკვე დღეიდან არის შესაძლებელი

პრემიის მიზანი ქალ უფლებადამცველთა მხარდაჭერა და აღიარება, მათთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და ახალგაზრდა თაობის წახალისებაა.

აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ პირს შეუძლია ელექტრონული ფორმით დაასახელოს საკუთარი კანდიდატი, ხოლო პრემიის მფლობელს საგანგებოდ შექმნილი ჟიური გამოავლენს.

კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 31 ოქტომბერი. საპრიზო თანხა შეადგენს 1,500 ფუნტს.

კანდიდატების წარდგენის კრიტერიუმები და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ.