”მისმა გარდაცვალებამ ჩემზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა მიუხედავად იმისა, რომ შვიდი წლის ვიყავი” – კრისტენ სტუარტი პრინცესა დაიანას როლზე

ამერიკელმა მსახიობმა კრისტენ სტიუარტმა განაცხადა, რომ პრინცესა დაიანას განსახიერებისას ფილმში “სპენსერი” ნერვიულობის გამო იმდენად დაძაბული იყო, რომ გადაღებების დაწყებამდე ორი კვირით ადრე გამართულად ვერ საუბრობდა.

BBC-სთან საუბრისას სტიუარტმა თქვა, რომ ძლიერი ემოციები მასზე ფიზიკურადაც აისახა და TMJ ანუ ყბის ჩაკეტილობა განუვითარდა.

ფილმი პრინცესა დაიანასა და პრინცი ჩარლზის ქორწინების უკანასკნელ დღეებს აღწერს 1991 წლის შობის დღესასწაულზე.

ფილმის რეჟისორია ჩილეში დაბადებული პაბლო ლარრეინი, რომელსაც ასევე ეკუთვნის 2017 წელს ოსკარზე ნომინირებული ფილმი Jackie ნატალი პორტმანის მონაწილეობით, რომელიც კიდევ ერთი ცნობილი ქალის, ჟაკლინ კენედის შესახებ მოგვითხრობს.

აღსანიშნავია, რომ ფილმში პრინცესას ცხოვრების საკმაოდ დელიკატური ფაქტებიც არის წარმოჩენილი, მაგალითად, მისი კვებითი ქცევის დარღვევები და ფსიქიკური ჯანმრთელობა.