მსოფლიო ქალაქები ყველაზე ძვირი საზოგადოებრივი ტრანსპორტებით

Deutsche Bank-მა ყოველწლიური გამოკითხვა სხვადსხვა ქალაქებისა და ქვეყნების გლობალურმა ფასებისა და ცხოვრების დონის შესახებ ახლახანს გამოაქვეყნა. მრავალი სხვადსხვა ფაქტორისა და კატეგორიის ანალიზს შორის 55 მსხვილ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასიც აღმოჩნდა. კვლევამ დაადგინა, რომ ყოველთვიური ბილეთების საშულაო ღირებულება დიდად განსხვავდება ქალაქებს შორის, მაგალითად, ის ბერლინში საშუალოდ 89 დოლარიდან იწყება, ხოლო  ბუენოს-აირესში 15 დოლარამდე მერყეობს. მსოფლიოში ვერსად ვერ შეხვდებით ისეთ ძვირ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, როგორიც ლონდონშია. ამ ქალაქში ყოველთვიური საზოგადიებრივი ტრანსპორტის ბილეთში ლონდონელებს საშუალოდ 179 დოლარის გადახდა უწევთ. მიუხედავად მაღალი ფასისა, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქს აქვს ფართო და ეფექტური ავტობუსების ქსელი, ხოლო მეტრო და სარკინიგზო საშუალებები ქალაქის მოგზაურობების 37% შეადგენს.

დუბლინი მეორე ადგილზეა მგზავრებისთვის ყველაზე ძვირად ღირებულ ქალაქების სიაში და ირლანდიის დედაქალაქში ყოველთვიური ბილეთი საშუალოდ 128 დოლარი ღირს. მესამე ადგილს ახალი ზელანდიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქი იკავებს – 125 დოლარით. სიაში პირველი ამერიკული ქალაქი – ნიუ-იორკია, სადაც ყოველთვიური ბილეთის საშუალო ფასი 121 დოლარია, ხოლო მეცხრე ჩიკაგო, სადაც ფასი 107 დოლარამდე ეცემა.

ტოპ 12 ქვეყნის სია შემდეგნაირად გამოიყურება:

წყარო: WEFORUM.ORG