ბანაკი, რომელიც მომავალ მილიონერებს ზრდის

ტორონტოს გარეუბანში, ერთ-ერთ ნაქირავებ სივრცეში გაიგონებთ კითხვას, ჰასინა ლუქმენისგან, რომელიც საფონდო ბირჟებსა და ფინანსურ ტერმინებს ეხება. გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ მისი მსმენელები 10-14 წლამდე ასაკის ბავშვები არიან. სიტუაცია კი ბანაკში ვითარდება, სადაც ბავშვები ისეთ უნარებს იძენენ, რომელიც მილიონერად ყოფნისთვისაა საჭირო. “money camp” ასე უწოდა BBC-მ ამ სივრცეს.

როგორც ჩანს სკოლაში ბავშვები სწავლობენ ისეთ საგნებს, როგორიცაა , ბიუჯეტის შედგენა, ფულის დაზოგვის ხერხები, სწორი ინვესტიციების დაბანდება და ა.შ. ასევე ბავშვებისთვის უცხო თემა არაა სავაჭრო ბაზრის თავისებურებები და საერთაშორისო ურთიერთობები. ლუქმენის თქმით ისინი ყველაზე ახალგაზრდა მილიონერები იქნებიან მსოფლიოს მაშტაბით.

როგორც ჩანს მსგავსი ტიპის ბანაკები ჩრდილოეთ ამერიკაში ძალიან პოპულარული ხდება. დენვერში შეხვდებით “Junnior money matters”, სადაც ბავშვები საერთაშორისო ვაჭრობის თეორიებს სწავლობენ, ოსტინში “Molah u”-ს სკოლა ბავშვებს საკუთარი ბიზნესები წამოწყებაში წრთვნის.

ალბათ ყველაზე მეტად ის კითხვა შეგაწუხებთ, რა ღირს მომავალი მილიონერების ბანაკი.  მისი დამფუძნებელი კვირაში 275$-ს ასახელებს საწყის ფასად, თუმცა იმასაც ირწმუნება, რომ ამ სკოლისთვის ეს საკმაოდ ცოტაა.

წყარო: BBC

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.