ორენოვანი ონლაინ გამოცემა „ზეგავლენა“ კრიპტოსივრცეში ხელმისაწვდომი გახდა

ორენოვანი ონლაინ გამოცემა #ზეგავლენა კრიპტოსივრცეში ხელმისაწვდომი გახდა, უნიკალური ციფრის Token ID: 181478 (NFT) სახით.

ვიზუალური ხელოვნების საკონსულტაციო კომპანიამ #რიჩარტვიზუალი, ინოვაციური გადაწყვეტილება მიიღო და თანამედროვე ხელოვნების შესახებ ორენოვანი ონლაინ გამოცემა „ზე-გავლენა“ კრიპტოსივრცეში ხელმისაწვდომი გახადა.

„ზე-გავლენა“ თანამედროვე ქართული ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით გამოიცემა. გამოცემის პირველი ნომერი თემატურად აერთიანებს რუბრიკებს, ინტერვიუს და სტატიებს თანამედროვე ქართველი ხელოვანების შესახებ.

გამოცემის პირველი ნომრის ვიზუალური თხრობა ხელოვნების საკოლექციო აღქმის განვითარებაზეა ორიენტირებული და წიგნის, ასევე წიგნის გაფორმების სახელოვნებო მედიუმით წარმოჩენას ეფუძნება.

კრიპტოსივრცეში ხელოვნების გაციფრულების სრულიად ახალ პროცესში, ქართული არტ-გამოცემის განთავსება მნიშვნელოვანი სიახლეა. ეს წამოწყება ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას, ციფრულ ხელმისაწვდომობას, ხელოვნებაზე ინფორმაციის გავრცელებისთვის თანამედროვე მიდგომების დანერგვას ისახავს მიზნად.

„ზე-გავლენა“ ციფრულ სივრცეში იქნება განთავსებული და Mintable.App-ის მეშვეობით, ვირტუალურ ვალუტაზე – ეთერიუმით იქნება შეძენადი, დაინტერესებულ მკითხველს შესაძლებლობა ექნება, შეიძინოს ციფრული გამოცემა და გახდეს ციფრული სამყაროს კოლექციონერები.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.