სმენადაქვეითებული პალესტინელი ქალების ანიმაცია, როგორც ადვოკატირების ინსტრუმენტი

ქალაქ ღაზაში, ახალგაზრდა პალესტინელი ქალების ჯგუფი, რომელთაც სმენასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, ანიმაციებს ამზადებს, რათა ბავშვებმა უკეთ აიმაღლონ ცნობიერება დაქვეითებული სმენის პრობლემებზე. ამასთან, მათ სურთ, ანიმაციების საშუალებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს უბიძგონ თავიანთი მიზნების განხორციელებისკენ, მათ წინაშე წარმოქმნილი დაბრკოლებების მიუხედავად.

Photo Credits to Xinhua

რვა ქალისგან შემდგარი გუნდი აცნობიერებს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეზღუდული აქვთ მომავალი კარიერული შესაძლებლობები. უმუშევრობა ამჟამად დიდი პრობლემაა ქალაქში, მოსახლეობის 49% უმუშევარია. ისინი იმედოვნებენ, რომ ანიმაცია მათთვის შემოსავლის წყარო გახდება და ასევე, იქნება ეფექტური ადვოკატირების ინსტრუმენტი.

ჯგუფმა უკვე გადაიღო ორი მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია – ერთი ჟესტების ენის შესახებ, მეორე კი ღაზაში მათი უფლებების დაცვის შესახებ.

Photo Credits to Mustafa Hassona

ანიმაციის შექმნის პროცესი საკმაოდ მარტივია. ქალები ქმნიან პერსონაჟებს – ხატავენ სურათებს და შემდეგ იღებენ ფილმს მობილური ტელეფონის საშუალებით. პროექტში ასევე ჩართულია რვა ქალი, რომლებმაც ისწავლეს ჟესტების ენა და საბოლოოდ ისინი ახმოვანებენ გადაღებულ ვიდეოებს.

ღაზაში დაახლოებით 49,000 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი ცხოვრობს. 2,346 მათგანს კი სმენის დაქვეითების პრობლემა აქვს.