სერგო ფარაჯანოვის შემოქმედება Lady Gaga-ს ახალ ვიდეორგოლში

პოპსამყაროს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შემოქმედის, ლედი გაგას, ახალი სიმღერის კლიპი “911” სომხური წარმოშობის ქართველი რეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის, შემოქმედებას ეფუძნება.

თავად მომღერალი აცხადებს, რომ ახალ ალბომში შეტანილი ეს სიმღერა და კლიპი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ინტიმურია.

https://www.instagram.com/p/CFSLpGdDRwT/?utm_source=ig_web_copy_link

“ეს კლიპი ჩემთვის ძალიან პირადულია და მენტალურ ჯანმრთელობასთან ჩემს გამკლავებას შეეხება”, – ამბობს ხელოვანი “ინსტარგამის” პოსტში.

ვიდეორგოლში მოხვედრილია კადრები სომხური წარმოშობის ლეგენდარული ქართველი რეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის, შემოქმედებიდან „ბროწეულის ფერი“, რომელზეც სოფიკო ჭიაურელია გამოსახული და, ასევე, „აშიკ-ქერიბის“ პოსტერები.

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.