ხატია ბუნიათიშვილი Cartier-ის რეკლამაში მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად

ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი უკვე ერთი წელია, რაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგული სამკაულების ბრენდის, Cartier სახეა.

კომპანიამ ახლახან სარეკლამო ვიდეორგოლი გაავრცელა, რომელშიც ხატია ბუნიათიშვილთან ერთად ისეთი ვარსკვლავებიც ჩნდებიან, როგორებიც მონიკა ბელუჩი, ლილი კოლინზი და სხვები არიან.

ვიდეორგოლის სახელწოდება – LOVE IS ALL  – ატარებს მესიჯს, რათა “გულწრფელი პატივი მიეგოს ჭეშმარიტ და მარადიულ სიყვარულს”.

ვიდეოს გადაღებები პარიზში, ლოს-ანჯელესსა და შანხაიში მიმდინარეობდა.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.