ჯემალ ქარჩხაძის „იგის” მიხედვით შექმნილი ანიმაციური ფილმის პროექტი აღმოსავლეთ ევროპის ფორუმის გამარჯვებულია. ცნობილია, რომ ჟიურიმ გამარჯვებულები 4 კატეგორიაში 28 საუკეთესო ანიმაციურ პროექტს შორის აირჩია.
ანიმაციური ფილმის პროექტი „იგი“ რეჟისორ ნათია ნიკოლაშვილს ეკუთვნის. პროდიუსერი კი კომპანია 20 Steps Productions და ვლადიმერ კაჭარავა არიან.