ფული იცვლება, 3 გზა, რომლითაც ის ჩვენს საფულეზე მოახდენს გავლენას

მარტივია ბლოკჩეინის პოტენციალის გაზვიადებული შეფასება, თუმცა ბლოკჩეინ ტექნოლოგიებს, როგორიცაა ბითკოინი, სერიოზული სოციალური ცვლილებების გამოწვევა შეუძლიათ.
 
გთავაზობთ მის შესაძლო შედეგებს ჩვენი საფულეებისთვის.
 
1. მედიატორის (შუაკაცის) გაქრობა
 
დღეს ფულის განკარგვისთვის საჭიროა შუაკაცი (მედიატორი), გამაშუალებელი საშუალება (როგორიცაა ბანკი, საკრედიტო ბარათის მწარმოებელი და ა.შ) ბაზარზე მოქმედ ადამიანებს შორის. თითოეული მარტივი ოპერაცია, პროდუქციის ყიდვა, ან თანხის გადარიცხვა მრავალი პროცესიის გავლას საჭიროებს, რომელშიც ზემოთ ნათქვამი გამაშუალებელი რგოლები მონაწილეობენ.
 
ბლოკჩეინი მედიატორებს აქრობს. მისი ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი დეცენტრალიზაციაა, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ ფულის პირდაპირი ტრანზაქცია სასურველი პროდუქციის საყიდლად ბანკის ან საკრედიტო ბარათის გარეშე. ტრანზაქციის გადასახადი კი პროცესში აღარ ანგარიშდება. წარმოიდგინეთ, რამდენი ფული გრჩებათ საფულეში! და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რამდენად მარტივი და ნათელი ხდება თქვენი ფულის კონტროლი.
 
2. გონიერი კონტრაქტები (Smart Contracts)
 
დღეს კონტრაქტების დადება საკმაოდ რთული პროცესია. წარმოიდგინეთ, სახლის ყიდვა. ბროკერების, უძრავი ქონებისა და ბანკის ადვოკატების გარდა კიდევ მრავალი ადამიანია ჩართული ამ პროცესში (რა თქმა უნდა, ბევრი საბუთი და ფურცელზე სამუშაოც).
 
ბლოკჩეინს ყველა მსგავსი სახის კონტრაქტის გაქრობის შესაძლებლობა აქვს. თქვენ არ გიწევთ დოკუმენტების შევსება. ამ საქმეს ბლოკჩეინი ახორციელებს, რომელიც ყველა ინფორმაციას ინახავს. კონტრაქტები ავტომატური და თითქმის შეუმჩნეველი ხდება, რაც დიდ და სტრესულ სამუშაოს აშორებს ადამიანებს.
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბლოკჩეინი ინსტიტუციებს ძალაუფლებას წაართმევს და მას ხალხის ხელში მოაქცევს.
 
3. მეტად დაცული, მეტად ეფექტური საფულე
 
სიახლე არ არის რომ მრავალი ადამიანი საკრედიტო ბარათების სხვის მიერ გამოყენების მსხვერპლი ხდება. არსებობს შემთხვევები, როდესაც მავანი შენი ბარათით პროდუქტის ყიდვას ცდილობს და გამყიდველი არც კი აკვირდება მასზე დატანილ სახელსა და გვარს. მსგავსი პრობლემების მოგვარება ძალიან რთულია და თუ მოგვარდა, მინიმუმ რამდენიმე დღე სჭირდება.
 
ბლოკჩეინით მსგავსი შემთხვევების მიყოლა მარტივად შეიძლება. ტრანსზაქციების ჩანაწერები მუდმივი და შეუცვლელია, არ არსებობს კითხვა თუ ვინ არის ჩართული ტრანზაქციაში.
 
ბლოკჩეინის დახმარებით ჩვენს მობილურებში შეგვიძლია ჩავტვირთოთ ბარათები და პაროლი, სამედიცინო რეცეპტი და მანქანის გასაღები. თქვენი იდენტობა ერთ წერტილში სრულიად იქნება განსაზღვრული.
 
ბლოკჩეინის პოტენციალის მეტ გამოყენებასთან ერთად, ინდივიდებს მეტი ძალაუფლება და დამოუკიდებლობა უჩნდებათ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს პროცესები მარტივი არ არის და დახვეწისთვის დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მოცემული ტექნოლოგიები წარმოუდგენლად რთულია, თუმცა ინოვაციის შესაძლებლობაც უსასრულოა.
 
წყარო: Inc
No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.