მერი ჩაჩანიძე საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა

საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. საბჭოს თავმჯდომარე „თიბისი კაპიტალის“ მმართველი დირექტორი მერი ჩაჩანიძე გახდა. ის საბჭოში ამ დრომდე, წევრის სტატუსით სარგებლობდა.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

პოსტი ცოტა ხნის წინ გახდა ვაკანტური, მას შემდეგ რაც გიორგი ბაჩიაშვილმა ბირჟის საბჭო დატოვა.

მერი ჩაჩანიძე თიბისის გუნდს 2017 წელს შეუერთდა. თავდაპირველად ის ბანკის მსხვილ, კორპორაციულ კლიენტებს ხელმძღვანელობდა. 2020 წლის თებერვალში, თიბისი კაპიტალის მმართველ დირექტორად დაინიშნა, ხოლო 2021 წლიდან თიბისი ბანკის საინვესტიციო და WM მიმართულებებს ხელმძღვანელობს.

საფონდო ბირჟას ჰყავს ახალი დირექტორიც. გიორგი ფარესიშვილი ნინო ქურდიანმა ჩაანაცვლა. თავად ფარესიშვილი კარიერას უზბეკეთში აგრძელებს და უზბეკეთის რესპუბლიკის საფონდო ბირჟას ხელმძღვანელობს.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.