EBRD-ის მიერ უზბეკეთში, ქალაქ სამარყანდში გამართულ საერთაშორისო რეგიონულ ფორუმზე, სადაც თიბისი ჯგუფი ფართო შემადგენლობით იყო წარმოდგენილი, თიბისი ბანკმა რამდენიმე ჯილდო მიიღო, რაც სხვადასხვა მიმართულებით თიბისის პროგრესის მნიშვნელოვანი აღიარებაა.
![](https://www.forbeswoman.ge/wp-content/uploads/2023/05/Untitled-design-2023-05-23T111626.149-1024x576.jpg)
თიბისიმ EBRD Annual Sustainability Awards-ის ვერცხლი ჯილდო მოიპოვა იმ გამორჩეული საქმიანობისთვის, რასაც ბანკი მდგრადი განვითარების მიმართულებით ახორციელებს. EBRD აღნიშნავს, რომ გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხებში თიბისი წამყვანი მაგალითია ქვეყანაში.
ფორუმის ფარგლებში, EBRD-იმ საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, თიბისი კიდევ ერთხელ დაასახელა ყველაზე აქტიურ ბანკად საქართველოში. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ უკვე მეცხრედ მიიღო. თიბისიმ აღიარება ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის – TFP-ის ფარგლებში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით მოიპოვა.
ღონისძიებაზე EBRD-იმ თიბისისმეორე – წლის ტრანზაქციის ჯილდოც გადასცა, ყველა იმ ქვეყნის მასშტაბით, სადაც EBRD ოპერირებს. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ, Armswissbank-თან ერთად და EBRD-ის გარანტიების მხარდაჭერით, საერთაშორისო ფაქტორინგული ტრანზაქციის განხორციელებისთვის მიიღო, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მონაწილეობით, მსოფლიოში პირველად შესრულებული ფაქტორინგული ტრანზაქცია იყო.
2022 წელს თიბისისა და Armswissbank-ის მიერ, FCI-ის ფაქტორინგული პლატფორმის საშუალებით განხორციელებულმა ტრანზაქციამ, შოკოლადის ადგილობრივი წარმოების მიზნით, ქართული სადისტრიბუციო კომპანიის მიერ, სომხეთში საკვები პროდუქტების ექსპორტი უზრუნველყო.
თიბისი, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, ქვეყნის ბაზრის ლიდერია. თიბისის ვაჭრობის დაფინანსების პორტფელი 2 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს და 1000-ზე მეტ მსხვილ, მცირე თუ საშუალო ბიზნესსა და საერთაშორისო კომპანიას აერთიანებს.