საგალერეო დიზაინ ობიექტების გამოფენა თბილისში

15 მაისს MoMA თბილისში, Tbilisi Art Fair-ის (TAF) ფარგლებში, გაიხსნა საგალერეო დიზაინ-ობიექტების გამოფენა, სადაც წარდგენილია დიზაინისა და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები, კერძოდ – ავეჯი, განათება და აქსესუარები.
 
გამოფენა იმართება “დიზაინ ჯორჯია”-ს ხელმძღვანელობით და სსიპ “აწარმოე საქართველოში”, GIZ-ს მიერ European Union in Georgia-ში განხორციელებელი ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარე პროექტისა და “ქართული ავეჯის კლასტერის” (Georgian Furniture Cluster) მხარდაჭერით.
 
“ქართული ავეჯის კლასტერის” მენეჯერი ქეთა ბუაჩიძის სიტყვებით: “გამოფენის მთავარი მიზანია საგალერეო და საკოლექციო პროდუქტ-დიზაინის, როგორც სახელოვნებო მიმართულების დამკვიდრება და განვითარება”. ამასთანავე, კომპანია იმედოვნებს, რომ ეს ღონისძიება მიიღებს ყოველწლიური პლატფორმის სახეს.
 
“ქართული ავეჯის კლასტერის” მენეჯერი – ქეთა ბუაჩიძე
გამოფენაში მონაწილე 16 დიზაინერსა და დიზაინ-სტუდიას შორის, ოთხი “ქართული ავეჯის კლასტერის” წევრია, ხოლო დანარჩენები “დიზაინ ჯორჯია”-სა და “ქართული ავეჯის კლასტერის” მიერ ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულები არიან.
 
IVY Design

 

მონაწილეების სიაში შედიან: IVY Design, Designbureau, Anuka Tavartkiladze, Funduki, WHITE Studio, Arkadone Art & Furniture, DesignScolio, Plus Minus Studio, Lado Lomitashvili, Saini Studio, Commodus, Murtaz Beraia, Tika Shelia, Ceramic Studio 1300, Mess Ceramics by Irina Salmina, XYZ Integrated Architecture.
 
 
Ceramic Studio 1300
გამოფენაზე თემატურად არის დაჯგუფებული “შეზღუდული გამოშვების” ექსპონატები, რომელიც წარმოადგენს დიზაინისა და თანამედროვე ხელოვნების სინთეზს.
 
დღესდღეობით საქართველოში ინტერიერისა და პროდუქტ-დიზაინი სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა, რომელიც გადის საერთაშორისო ასპარეზზე, განსაკუთრებით შავი, კასპიისა და ბალტიის ზღვების რეგიონებში. სწორედ, ეს გამოფენა უქმნის ქართველ დიზაინერებს სათანადო პირობებს, რათა ადგილი დაიმკვიდრონ ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე.
 
გამოფენა მიმდინარეობს 15-19 მაისს, 12:00-დან 20:00 საათამდე, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, რუსთაველის გამზირის 27-ში (შესასვლელი რევაზ ლაღიძის ქუჩიდან).
24 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.