პროექტი „500 ქალი ტექში“ Emerging Europe Awards-ის ფინალშია

პროექტი „500 ქალი ტექში“, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) კოორდინირებითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება, Emerging Europe Awards-ის ფინალშია. ის გამარჯვების მოსაპოვებლად Future-proof Education 2023-ის კატეგორიაში იბრძოლებს.

საქართველოსა და პროექტის „500 ქალი ტექში“ მხარდაჭერას ხმის მიცემის გზით შემდეგ საიტზე შეძლებთ: https://www.surveymonkey.com/r/EEAwards2023-public-voting

რაც შეეხება ხმის მიცემის პროცედურას: შესაბამის გრაფაში შეგვყავს ჩვენი მონაცემები; ვპასუხობთ Emerging Europe-ის კვლევას მდგრადობის შესახებ; ვეძებთ მეექვსე კატეგორიას – Future-proof Education და უნდა მოვნიშნოთ 500 WOMEN IN TECH – A LARGE-SCALE RETRAINING PROJECT (Georgia); დაბოლოს, ვასრულებთ ხმის მიცემას.

აღსანიშნავია, რომ ხმის მიცემა 7 მაისამდე არის შესაძლებელი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Emerging Europe Awards – Future-proof Education-ის გამარჯვებული 2021 წელს BTU-ს პროგრამა კოდინგის სკოლა ქალებისთვის გახდა.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.