სამშაბათს, 8 ივნისს, უამრავი ვებსაიტისა და აპლიკაციის მუშაობა შეწყდა. ამ მოვლენამ მსოფლიოს მასშტაბით იჩინა თავი, ხოლო მის გამომწვევ მიზეზად კი უმსხვილესი კონტენტის მიმწოდებელი ქსელის , Fastly-ის დაზიანება სახელდება.
Firstly ამერიკული კომპანიაა , რომელიც ე.წ ღრუბლოვანი გამოთვლების აწარმოებს. მისი მუშაობის შეჩერებამ გავლენა იქონია ისეთ საინფორმაციო წყაროებზე, როგორებიცაა CNN, the Guardian, the New York Times. იგი, ასევე, კონტენტით უზრუნველყოფდა შემდეგ საიტებს: Twitch, Pinterest, HBO Max, Hulu და RedditSpotify – შედეგად ინციდენტი ჩამოთვლილ ფირმებზეც გავრცელდა.
Amazon, Target და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებსაიტი, რომლებიც სხვების მსგავსად პარტნიორობდნენ Firstly-სთან, დროებით მიუწვდომელი იყო.
კომპანიამ განაცხადა, რომ სამშაბათს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე, მათ პრობლემის იდენტიფიცირება მოახდინეს და ხარვეზიც მყისიერად გამოასწორეს. Fastly-ს ბევრი სათადარიგო დახმარების სერვისი აქვს, რომლის წყალობითაც მუშაობის შეწყვეტა ხანმოკლე იყო.
აღსანისნავია, რომ გასული წლის აგვისტოში მსგავსი შეფერხება გამოიწვია Fastly-ის მსგავსმა ფირმამ CenturyLink, რომელმაც ხარვეზის გამო დროებით შეაფერხა PlayStation და Xbox.
წყარო : CNN Business.