8 ივნისს გლობალური აპლიკაციებისა და საიტების მუშაობა დროებით შეწყდა

CREDIT: LEON NEAL /GETTY IMAGES EUROPE

სამშაბათს, 8 ივნისს, უამრავი ვებსაიტისა და აპლიკაციის მუშაობა შეწყდა. ამ მოვლენამ მსოფლიოს მასშტაბით იჩინა თავი, ხოლო მის გამომწვევ მიზეზად კი უმსხვილესი კონტენტის მიმწოდებელი ქსელის , Fastly-ის დაზიანება სახელდება.

Firstly ამერიკული კომპანიაა , რომელიც ე.წ ღრუბლოვანი გამოთვლების აწარმოებს. მისი მუშაობის შეჩერებამ გავლენა იქონია ისეთ საინფორმაციო წყაროებზე, როგორებიცაა  CNN, the Guardian, the New York Times. იგი, ასევე, კონტენტით უზრუნველყოფდა შემდეგ საიტებს: Twitch, Pinterest, HBO Max, Hulu და RedditSpotify – შედეგად ინციდენტი ჩამოთვლილ ფირმებზეც გავრცელდა.

Amazon, Target და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებსაიტი, რომლებიც სხვების მსგავსად პარტნიორობდნენ Firstly-სთან, დროებით მიუწვდომელი იყო.

კომპანიამ განაცხადა, რომ სამშაბათს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე, მათ პრობლემის იდენტიფიცირება მოახდინეს და ხარვეზიც მყისიერად გამოასწორეს. Fastly-ს ბევრი სათადარიგო დახმარების სერვისი აქვს, რომლის წყალობითაც მუშაობის შეწყვეტა ხანმოკლე იყო.

აღსანისნავია, რომ გასული წლის აგვისტოში მსგავსი შეფერხება გამოიწვია Fastly-ის მსგავსმა ფირმამ CenturyLink, რომელმაც ხარვეზის გამო დროებით შეაფერხა PlayStation და Xbox. 

წყარო : CNN Business.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.