Marvel-ის კინოსამყაროს მოყვარულთათვის გასული კვირა განსაკუთრებულია. დიდ ეკრანებზე მაყურებელთა ნაწილმა უკვე იხილა Avengers: Endgame, წინასწარი პოზიტიური განწყობები მსოფლიო პრემიერის დღესვე გამართლდა. კინოკრიტიკოსები აღფრთოვანებულები არიან ფილმით, რომელსაც Marvel-ის საუკეთესო კინოსურათადაც კი მოიხსენიებენ. ასეთი შეფასება დღითიდღე ზრდის მოთხოვნას ფილმზე. ამ ფონზე, საინტერესოა რამდენად შემოსავლიანი აღმოჩნდება Avengers: Endgame, თუმცა, მანამდე გადავხედოთ Marvel-ის TOP 5 ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმს:
1 – Avengers: Infinity War – $2.05B (Total worldwide gross)
2 – Marvel’s The Avengers – $1.5B
3 – Avengers: Age of Ultron – $1.4B
4 – Black Panther – $1.3B
5 – Iron Man 3 – $1.2B
მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მაღალშემოსავლიანი Marvel-ის ფილმი ამ დრომდე Avengers: Infinity War არის, მაგრამ Avengers: Endgame-ს კიდევ დიდი დრო აქვს იმისთვის, რომ Marvel-ის კინოსამყაროში რეკორდული შედეგი აჩვენოს.
პრემიერის საღამოს ფილმმა აშშ-ში $60 მილიონი გამოიმუშავა, ჩინეთში $107 მილიონი, მსოფლიო პრემიერიდან პირველ 5 დღეში კი – $1 მილიარდი. ეს შედეგები უკვე რეკორდული მაჩვენებელია, რის გამოც ბუნებრივია Avengers: Endgame-ს უწინასწარმეტყველებენ, რომ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმის სახელს დაიმსახურებს Marvel-ის ფილმებს შორის და შეჯიბრი უკვე ამ ჩარჩოებსაც, Marvel-ის სამყაროსაც გასცდა. დაკვირვების ობიექტი კი შემდეგი სამი ფილმია, რომელთა “დამარცხებაც” Avengers: Endgame-ს ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმად აღიარებს. ჩამონათვალი კი შემდეგია:
1- Avatar (fox) – $2.7 მილიარდი
2- Titanic (Paramount) – $2.1 მილიარდი
3- Srat Wars: The force awaknes (Disney) – $2 მილიარდი
photo by Bloomberg