Adidas-ის თანამშრომლები ადამიანური რესურსების გლობალურ მენეჯერს რასიზმში ადანაშაულებენ

Adidas-ის ორგანიზაციულმა კულტურამ კრიტიკა მას შემდეგ დაიმსახურა, რაც კომპანიის 150-ზე მეტმა თანამშრომელმა ანტირასისტულ მოძრაობასთან მიმართებით ბრენდის საეჭვო დამოკიდებულებისა და მიდგომის შესახებ პროტესტი გამოხატა.

მათი თქმით, კომპანია ფერადკანიან თანამშრომლებს საკმარისად არ იცავს და საკითხის მოგვარებაზე პასუხისმგებლობა, უპირველესად, ადამიანური რესურსების გლობალურ მენეჯერს, კარენ პარკინს, ეკისრება, რადგან სწორედ მისი მოვალეობაა, სამუშაო სივრცეში ჰარმონია და ორგანიზაციული კულტურა დანერგოს.

ამერიკის, გერმანიის, პანამისა და ავსტრალიის მასშტაბით 83-მა დასაქმებულმა პირმა Adidas-ის ხელმძღვანელობას წერილი მიწერა, რომლის თანახმადაც, პარკინის ორგანიზაციული ქცევის სისწორის შემოწმებას ითხოვენ. ასევე, ითხოვენ ბოდიშის მოხდას შავკანიანი თანამშრომლებისთვის, რომლებიც, მათი თქმით, თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ.

პროტესტის მონაწილეებმა კომპანიას ანონიმური მონაცემთა ბაზის შექმნა შესთავაზეს, რომლის მეშვეობით თანამშრომლები შეძლებენ რასიზმის ინციდენტების დაფიქსირებასა და მათთან გაზიარებას.

ბოლო ინფორმაციით, ფერადკანიანი მუშახელის ჩართულობის მიზნით, Adidas-მა განაცხადა, რომ ახალი თანამშრომლების 30% ფერადკანიანი იქნება. ამასთან, დასაქმებულებს პარკინთან ერთად აღუთქვა, რომ დაუპირისპირდება რასიზმის გამომწვევ კულტურულ თუ სისტემურ ძალებს და შექმნის უსაფრთხო სამუშაო გარემოს მათთვის.

3 Comments
  1. Wow, wonderful blog format! How long have you been running a blog for?
    you make blogging look easy. The entire glance of
    your web site is great, let alone the content! You can see
    similar here najlepszy sklep

  2. Hey! Do you know if they make any plugins to help with SEO?
    I’m trying to get my blog to rank for some targeted
    keywords but I’m not seeing very good success. If you know of any please share.
    Thanks! You can read similar blog here: Sklep online

Leave a Reply

Your email address will not be published.