საქველმოქმედო გალა საღამო „გადაარჩინე სიცოცხლე“

საქველმოქმედო ორგანიზაცია „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“ 14 დეკემბერს, 18 საათზე სასტუმრო „ბილტმორში“ მართავს ყოველწლიურ საქველმოქმედო გალა საღამოს „გადაარჩინე სიცოცხლე“ ორი სოციალური პროექტის: ძეგვის თავშესაფრისა და „ჰოსპისი ფერისცვალების“ დასახმარებლად.

Photo Credits to Giorgi Kvavilashvili

წლევანდელ გალაზე ორგანიზაციის დაარსებიდან 25 წლის იუბილეც აღინიშნება. გაიმართება საზეიმო მიღება, საქველმოქმედო კონცერტი და ტრადიციული აუქციონი. 14 დეკემბერს გამართული საქველმოქმედო გალა საღამოს ბილეთების გაყიდვიდან მიღებული თანხა, აგრეთვე, აუქციონიდან შემოსული თანხა ძეგვის თავშესაფრის შენობის ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვას და ფერიცვალების მოწყალების ცენტრის დაფინანსებას მოხმარდება.

ძეგვის თავშესაფარში ამჟამად 80 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის, მზრუნველობა-მოკლებული ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები და მიუსაფარი მოხუცები. ბოლო სამი წლის განმავლობაში „საქართველოს ამერიკელი მეგობრების“ საქველმოქმედო საღამოებზე შეგროვებული თანხით მოხერხდა ძეგვის თავშესაფრის შენობის აღდგენა, შესაძლებელი გახდა დამატებით 60 ადამიანის მიღება და სარეაბილიტაციო პროგრამების ჩატარება.

საქველმოქმედო ორგანიზაცია „საქართველოს ამერიკელი მეგობრების“ კიდევ ერთი ბენეფიციარია „ჰოსპისი ფერისცვალების“ მოწყალების ცენტრი, რომელიც აერთიანებს უფასო ჰოსპისს, მოწყალების დების სასწავლო ცენტრს და შინ მოვლის სამსახურს, რომელიც ყოველწლიურად 100-ზე მეტ ტერმინალურად დაავადებულ ადამიანს ეხმარება.

აუქციონზე, რომელიც გალა საღამოს ფარგლებში გაიმართება, წარმოდგენილი იქნება ცნობილი ქართველი მხატვრების (ლევან მარგიანის, მარი შაქარაშვილის, ბექა საყვარელიძის, ჯულია სანიკიძის, თამუნა მელიქიშვილის, თუთუ კილაძის, დათო სულაკაურის, ლევან და ანუკა ბუჯიაშვილების, თიკო ჩხიკვიშვილის, ნინო ყიფშიძის, ლენა კილაძის, ქეთი დავლიანიძის, ქეთი საქარელის, მამუკა ცეცხლაძის, ნიკა სახანბერიძის, სიმონ მაჩაბელის) შემოწირული ნამუშევრები; ასევე, ზაზა ფაჩულიას შემოწირული NBA ვარსკვლავების მიერ ხელმოწერილი ბურთი, ლიეტუვას ელჩის სპეციალური საჩუქარი – უნიკალური ტექნოლოგიით შესრულებული ძველებური გრავიურები ვილნიუსის ხედებით.

საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობენ: მომღერალი ნინო ქათამაძე და მისი ბენდი, MOKO სტუდია, ნანა კალანდაძის ტრიო “ბალადა”, სანდრო ნებიერიძე და სანდრო გეგეჭკორი.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: აშშ-ის, თურქეთის და ლიეტუვას, იაპონიის საელჩოები საქართელოში, ამერიკის სავაჭრო პალატა, ქალთა საერთაშორისო ფონდი.საქველმოქმედო გალა საღამოში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, ელჩები, ბიზნესის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, ხელოვანები, ორგანიზაციის დიდი ხნის პარტნიორები და მეგობრები.

საღამოს გენერალური სპონსორია Petrocas Energy Group-ი, პლატინის სპონსორი – რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ოქროს სპონსორი – სასტუმრო „ბილტმორი“, ვერცხლის სპონსორი – Adjara Group Hospitality, BDO, BP, IDS Borjomi ,EY; ბრინჯაოს სპონსორები არიან – PMCG, BLC, Deloitte, Dentons, Dio, Geomill, Jibe, T&K Restaurants, Mglaw, GMT, KPMG, CITO, Prima Medi, TBC, Terra Bank, Tiflis Palace, Coca-Cola, SHUMI Winery, Ikano, საქველმოქმედო გალა საღამოს მედია პარტნიორები არიან: Forbes Woman Georgia, Investor.Ge; გენერალური მედია პარტნიორია გაზეთი Financial.

„საქართველოს ამერიკელი მეგობრები“ AFG არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელმაც 25 წლის მანძილზე არაერთი ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო, სოციალური და გარემოსდაცვითი პროექტი განახორციელა საქართველოში; ორგანიზაცია, რომლის დევიზია – „მხოლოდ ერთად შევძლებთ, შევცვალოთ მომავალი უკეთესობისაკენ“, ეხმარება მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებს: მიუსაფარ ბავშვებსა და მოხუცებს, მარტოხელა დედებს, ტერმინალური დაავადების მქონე ადამიანებს, ლეიკემიით და სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.

AFG უკვე 25 წელია ზრუნავს საქართველოში ფილანტროპიის პოპულარიზაციაზე, საზოგადოების პასუხიმგებლობის ამაღლებასა და სოციალური პრობლემების გადაჭრაში ჩართვაზე. ამასთან, AFG მხარს უჭერს ქართული კულტურის პროპაგანდას საზღვარგარეთ და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:

ლენა კილაძე – აღმასრულებელი დირექტორი
„საქართველოს ამერიკელი მეგობრები“
599 901 234
lenakiladze@hotmail.com

ქეთი კალანდარიშვილი – პროექტის კოორდინატორი
„საქართველოს ამერიკელი მეგობრები“
599 262 005
kate.kal53@gmail.com
www.afgeorgia.org

დონაციის განხორციელება შესაძლებელია AFG-ის ვებგვერდიდან.

No Comments Yet

Comments are closed