Airbnb-იმ ინვესტორებისგან მილიარდი აშშ დოლარი მოიზიდა

მას შემდეგ, რაც კორონავირუსმა Airbnb-ს სერიოზული ფინანსური პრობლემები შეუქმნა, კომპანიამ ერთი მილიარდი დოლარის მობილიზება შეძლო. Airbnb-ის ღირებულება 16%-ითაა შემცირებული და $26 მილიარდია.

კომპანიას ფინანსური დახმარება კერძო საინვესტიციო ფირმებმა “Silver Lake“ და “Sixth Street Partners”-მა გაუწიეს, თუმცა გარიგების სხვა დეტალები ჯერჯერობით საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.

„დღევანდელი ვითარება ტურიზმის ინდუსტრიისათვის ნამდვილად ძალიან რთულია, თუმცა ადამიანებში მოგზაურობისა და ავთენტური გამოცდილებების მიღების სურვილი არანაკლებ მტკიცე და ფუნდამენტურია“ – განაცხადა საინვესტიციო ფირმის წარმომადგენელმა.

Airbnb საკუთარი აქციების საჯაროდ განთავსებას გეგმავდა, თუმცა პანდემიის გამო ეს პროცესი შეფერხდა.