ანა რობაქიძე და მისი სტარტაპი – Theneo, Web Summit-ის კონკურსის ფინალში გავიდნენ

ანა რობაქიძე და მისი ქართულ-ამერიკული სტარტაპი – Theneo, Web Summit-ის კონკურსის, PITCH-ის ფინალში გავიდნენ. ღონისძიებაზე, რომელიც პორტუგალიაში, ლისაბონში იმართება, გამარჯვებულები ხვალ გამოვლინდებიან.

Theneo მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს, ასევე დეველოპერებს API დოკუმენტაციის სწრაფად და მინიმალური ხარჯებით შექმნას სთავაზობს. ის, ცოტა ხნის წინ, სტარტაპების თემატიკის მსოფლიოს წამყვანი გამოცემის, ამერიკული TechCrunch-ის რჩეულებს შორის მოხვდა.

გარდა ამისა, Theneo ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპია, რომელიც მიმდინარე წელს მსოფლიოს საუკეთესო სტარტაპ-აქსელერატორის, YCombinator-ის რჩეული გახდა.

ცნობისთვის, Theneo-ს ამ დრომდე $1.5 მილიონის ინვესტიცია აქვს მოზიდული.

1 Comment

Leave a Reply

Your email address will not be published.