„თურქეთმა სომხური რეაქტიული გამანადგურებელი ჩამოაგდო,“-ოფიციალური ერევანი

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათი SU-25 ტიპის რეაქტიული გამანადგურებელი დღეს დილით თურქულმა F-16-მა ჩამოაგდო. სომხური წყაროების მიხედვით, თურქული გამანადგურებელი თვითმფრინავი აზერბაიჯანის საჰაერო ტერიტორიაზე იმყოფებოდა და  მათ  სომხურ ქალაქ ვარდენისზე იერიშის მიტანაში ეხმარებოდა.

Photo Credits to Sergei Bobylev/via TASS

„სამშაბათს, დაახლოებით 10 საათსა და 30 წუთზე თურქული F-16 ტიპის რეაქტიული გამანადგურებელი განჯის საჰაერო ბაზიდან აფრინდა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალებისათვის დახმარების გასაწევად ვარდენისზე, მეტს მარიკსა და სოტკზე თავდასხმაში. თურქულმა F-16-მა სომხური საჰაერო ძალების კუთვნილი Sukhoi SU-25 ჩამოაგდო, რომელიც საჰაერო შეტევის მისიას ასრულებდა. თურქული გამანადგურებელი აზერბაიჯანის საჰაერო სივრცეში 60 კილომეტრის მანძილზე, 8200 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა,“-განაცხადა სომხეთის თავდაცვის მინისტრმა პრესასთან შეხვედრაზე.

ოფიციალური ერევნის ცნობით, ჩამოგდებული რეაქტიული გამანადგურებლის პილოტი გარდაიცვალა.

ამჟამინდელი მონაცემებით, თურქეთის ხელისუფლება ამ ინფორმაციას უარყოფს.

აზერბაიჯანის მთავრობამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ თურქეთისგან განსხვავებით, მათი საჰაერო შეიარაღებული ძალები F-16 ტიპის რეაქტიულ გამანადგურებელს არ ფლობენ, რაც თურქეთის მთავრობის განცხადებაში ეჭვის შეტანის საფუძველს ქმნის.

შეგახსენებთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი მთიან ყარაბაღში სამი დღის წინ განახლდა. უკანასკნელ დღეებში დაპირისპირებას მშვიდობიანი მოქალაქეების ჩათვლით ასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.