როგორ მოვამზადოთ კანი ზაფხულისთვის

კანის მოვლა მნიშვნელოვანია წლის ნებისმიერ დროს, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ჩვენს სხეულს სწორედ ზაფხულში სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ მზე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენს ცხოვრებაში, ჭარბი მზის პირობებში, კანი კიდევ უფრო მგრძნობიარე ხდება, ამიტომ სასურველია, მასზე ზრუნვა ყოველდღიური რუტინის შემადგენელ ნაწილად ვაქციოთ, მაქსიმალურად დავიცვათ და სათანადოდ მოვამზადოთ ულტრაიისფერი სხივებისთვის.

ALGOLOGIE – სხეულის დასაბანი და შხაპის ზეთი მშრალი კანისთვის

ფორმულათა მთავარი შემადგენლობა ალგო 4-ია, ექსკლუზიური ბიო-მიმეტური კომპლექსი, რომელშიც გაერთიანებულია სანაპიროსა და ზღვის წყალმცენარეების ძლიერმოქმედი თვისებები.

მიცელარული ზეთი, წყალთან კონტაქტისას გარდაიქმნება რძის ემულსიად. ზეთში კი გაერთიანებულია ALGO 4-ის დადებითი თვისებები, ეთერზეთების კოქტეილი (ლიმონი, გერანიუმი, კედარი) და ფიკუსის ექსტრაქტი, რომელიც აღადგენს კანს და ეხმარება მას, რომ გახდეს უფრო ელასტიკური და ერთგვაროვანი.

გამოყენება: წაისვით სხეულზე წრიული მოძრაობებით შხაპის მიღებამდე ან ჩაასხით 2 წვეთი აბაზანაში. მოარიდეთ თვალთან კონტაქტს. თვალთან კონტაქტის შემთხვევაში კარგად ჩამოიბანეთ სუფთა წყლით.

ALGOLOGIE – JARDIN MARIN ტანის ბალზამი

შემადგენლობა: წყალი, შიას კარაქი, ნუშის ზეთი, ვიტამინი E, ქონდრუსი რომელიც მდიდარია ვიტამინი B12-ით და ვიტამინი C-თი.

ALGO 4®-ის ძლიერმოქმედი თვისებები: შეიცავს მკვებავ და დამარბილებელ ექსტრაქტებს (შიას კარაქი და ქონდრუსი), რათა ინტენსიურად დაარბილოს და აღადგინოს კანი, რომელიც ხდება უფრო რბილი და ხავერდოვანი.

ფორმულათა მთავარი შემადგენლობა არის ალგო 4, ექსკლუზიური ბიო-მიმეტური კომპლექსი, რომელშიც გაერთიანებულია სანაპიროსა და ზღვის წყალმცენარეების ძლიერმოქმედი თვისებები. მთელი წლის განმავლობაში თქვენ შეძლებთ თავი იგრძნოთ ისე, როგორიც ზღვის სანაპიროზე ყოფნის დროს. ამ ნაზ, მსუბუქი სურნელის მქონე ბალზამს აქვს ALGO 4®-ის ძლიერმოქმედი თვისებები, შეიცავს მკვებავ და დამარბილებელ ექსტრაქტებს (შიას კარაქი და ქონდრუსი), რათა ინტენსიურად დაარბილოს და აღადგინოს კანი.

გამოყენება: დაიტანეთ დილას ან/და საღამოს და შეიზილეთ მთელ სხეულზე.

დამზადებულია საფრანგეთში.

ALGOLOGIE – Crème du Littoral NUMERIQUE ხელის & ფრჩხილის დამცავი კრემი / Body Active

ფორმულათა მთავარი შემადგენლობა არის ალგო 4, ექსკლუზიური ბიო-მიმეტური კომპლექსი, რომელშიც გაერთიანებულია სანაპიროსა და ზღვის წყალმცენარეების, ძლიერმოქმედი თვისებები.

კრემი ქმნის დამცავ უხილავ გარსს თქვენი ხელისთვის და ანიჭებს მათ აბრეშუმისებურ სირბილეს. იგი გამდიდრებულია ვიტამინ B5-ით, რაც უზრუნველყოფს თქვენი ფრჩხილების სიძლიერეს.

შემადგენლობა: წყალი, ყურძნის წიპწა, გლიცერინი, იზოპროპილ პარფიუმი (სურნელი), სორბიტანის სტეარატი, კაპრილიკისტრიგლიცერიდი, შიას კარაქი.

გამოყენება: დაიტანეთ დილას ან/და საღამოს.

დამზადებულია საფრანგეთში.

ALGOLOGIE – Huile De Pen Lan – Universal Hair & Body Oil / თმის და ტან. ზეთი 100 მლ.

მსუბუქი სურნელების მქონე ზეთი, რომელიც მყისიერად ანიჭებს კანს აბრეშუმისებურ სინაზეს. ზეთის შემადგენლობაში შედის ALGO 4 და ის ინგრედიენტები, რომელიც ხელს უწყობს კანის კვებასა და განახლებას და კანს და თმას უნარჩუნებს სილამაზეს.

გამოყენება: წაისვით დილით ან/და საღამოს მსუბუქი მოძრაობებით სხეულზე ან თმაზე.

სირბილე – ტყის თხილისა და ტკბილი ნუშის ზეთებს აქვს დამამშვიდებელი და აღმდგენი მოქმედება. არბილებს და აუმჯობესებს კანის ელასტიკურობას, განსაკუთრებით კარგად მოქმედებს მშრალ, დაჭიმულ კანზე.

ბუნებრივი ვიტამინი E ანტიოქსიდანტი, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს.

ლაშქარას ზეთი ანიჭებს სირბილეს, ელასტიკურობას და ერთგვაროვნებას მშრალ და გამოფიტულ კანს.

კამელიას ზეთს კი აქვს მკვებავი და დამარბილებელი თვისებები, რომლებიც აღადგენს კანის სირბილეს და ელასტიკურობას.

დამზადებულია საფრანგეთში.