ტიხანოვსკაია მზად არის, რომ ბელარუსის ეროვნული ლიდერი გახდეს

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკოს მთავარმა მეტოქემ, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, განაცხადა, რომ ის მზად არის, თავის ქვეყანას სათავეში ჩაუდგეს. ოპოზიციის ლიდერმა ტიხანოვსკაიამ ვიდეო-მიმართვა ლიეტუვიდან გააკეთა. ლიეტუვაში ის გასულ კვირას გაემგზავრა მას შემდეგ, რაც მთავრობის მხრიდან მასზე ზეწოლა განხორციელდა.

Photo Credits to Today Headline

ტიხანოვსკაიამ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც დასავლეთის ქვეყნებმა ღიად დააფიქსირეს თავისი პოზიცია, იმის შესახებ რომ ისინი ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ სცნობდნენ.

,,მე მზად ვარ პასუხისმგებლობა ავიღო და ვიმოქმედო, როგორც ეროვნულმა ლიდერმა“ – აცხადებს ტიხანოვსკაია თავის ვიდეო-მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში კვირაზე მეტია გრძელდება მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების და პრეზიდენტ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით. ეს უკანასკნელი ქვეყანას 26 წელია მართავს.