ეთერ ირემაძე საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა

ეთერ ირემაძე საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. ის SOLO მიმართულებით დაიკავებს ამ პოზიციას. ირემაძე დღემდე SOLO ბიზნესმიმართულების ხელმძღვანელი და დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. ის საქართველოს ბანკში 2006 წლიდან მუშაობს.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

ეთერ ირემაძის კარიერა საბანკო სექტორში 1999 წელს დაიწყო, როდესაც იგი ინტელექტბანკის საკრედიტო განყოფილების სპეციალისტი გახდა. საქართველოს ბანკის გუნდს ირემაძე 2006 წელს შემოუერთდა, კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო საქმიანობის დეპარტამენტში ანგარიშთა მმართველის პოზიციაზე, მოგვიანებით კი კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი კორპორაციული ბანკირი გახდა.

2006-2008 წლებში ეთერ ირემაძე იყო კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი ურთიერთობების მენეჯერი, 2009 წელს კი გახდა კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო საქმიანობის დეპარტამენტის სექტორის უფროსი.

2009-2016 წლებში ეთერ ირემაძეს ეკავა დირექტორის თანამდებობა კორპორაციული (VIP) საბანკო მომსახურების ჯგუფში, მოგვიანებით ის SOLO საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი გახდა.

2017-2019 წლებში ეთერმა გადაინაცვლა GGU-ში (Georgian Global Utilities) და იყო სტრატეგიული პროექტების დეპარტამენტის უფროსი. 2019 წლის მაისიდან დღემდე კი მას SOLO ბიზნესმიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა.

ეთერ ირემაძეს ბაკალავრის ხარისხი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქვს მიღებული, ასევე ფლობს მაგისტრის ხარისხს და არის გრენობლის ბიზნესის სკოლისა  და კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის, არჩილ გაჩეჩილაძის მოადგილედ ასევე დაინიშნა ზურაბ ქოქოსაძე. ის კორპორაციული საბანკო მომსახურების მიმართულებას ჩაიბარებს. ქოქოსაძე საქართველოს ბანკის გუნდს 2003 წელს შეუერთდა.