ავსტრალიის მთავრობა BP კვლევას დააფინანსებს

Photo – retaildesignblog

ნავთობისა და გაზის ბრიტანულმა მულტინაციონალურმა გიგანტმა BP ავსტრალიის მთავრობის სუბსიდია მოიპოვა. მათ მიზნობრივი კვლევა უნდა ჩაატარონ, რათა ქარისა და მზის ენერგიების გამოყენებით წყალბადის წარმოების შესაძლებლობა შეისწავლონ.

”დასავლეთ ავსტრალია არის სასწავლო ადგილი, ნაწილობრივ, მისი მზისა და ქარის უზარმაზარი რესურსების, არსებული საპორტო ინფრასტრუქტურისა და მწვანე წყალბადის დიდ, გრძელვადიან ბაზრებთან სიახლოვის გამო,” – ნათქვამია BP-ის აზიისა და წყნარი ოკეანის მთავარი ოპერაციული ოფიცრის, ფრედერიკ ბადრის, განცხადებაში.

ავსტრალიის განახლებადი ენერგიის სააგენტოს თქმით, 1.7 მლნ ავსტრალიური დოლარის მიზნობრიობის კვლევაში ინვესტირება ქვეყანას ხელს შეუწყობს, რათა 2030 წლისთვის წყალბადის მთავარი მწარმოებელი გახდეს.

კომპანია BP აღნიშნული კვლევის დასრულებას 2021 წელს აპირებს. შემდგომი გეგმა კი ქალაქ ჯერალდტონში საპილოტე ქარხნის აშენებაა, რომლის მეშვეობითაც საწყის ეტაპზე 20,000 ტონა ამიაკის წარმოებას შეძლებს, შემდგომში კი მისი კომერციალიზაცია მოხდება და 1 მლნ ტონამდე გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ დასავლეთ ავსტრალია ამიაკის დიდი მწარმოებელი უკვე არის, თუმცა ის ახლა ბუნებრივი აირისგან მზადდება. ახალი მეთოდი კი დაეხმარებათ, მიაღწიონ მნიშვნელოვან მიზანს – 2050 წლისთვის გახდნენ ნახშირბადის ნულოვანი გამომსხივებელი და ნაკლებად დააზიანონ გარემო.

”ამ ინდუსტრიაში განახლებადი წყალბადის გამოყენება ფანტასტიკურ შესაძლებლობას იძლევა, შეამციროს გამონაბოლქვი და გლობალურ მყიდველებს მიაწოდოს, სუფთა პროდუქტი”, – განაცხადა ავსტრალიის ენერგეტიკის მინისტრმა, ანგუს ტეილორმა.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.