BP ნავთობქიმიკატების ბიზნესს 5 მილიარდ დოლარად ყიდის

ნავთობგიგანტი BP-ი ნავთობქიმიკატების ბიზნესიდან გადის და მის აქტივებს ბრიტანული INEOS-ი ხუთ მილიარდ დოლარად შეიძენს, – ამის შესახებ კომპანიამ ორშაბათს განაცხადა. პირველ ეტაპზე, INEOS-ს ოთხასი მილიონი დოლარის ავანსად გადახდა მოუწევს, ხოლო ტრანზაქციის დასრულება 2020 წლის ბოლოსაა მოსალოდნელი.

Photo Credits to BP

ნავთობქიმიკატების ინდუსტრიაში, BP ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც ძირითადად აზიის განვითარებად ბაზრებზე ოპერირებს. ჯამში, აზიაში, ევროპასა და აშშ-ში BP-ის თოთხმეტი ქარხანა აქვს, სადაც 2019 წელს, მათ 9.7 მილიონი ტონა ნავთობქიმიკატი აწარმოეს.

„ეს შეთანხმება, კიდევ ერთი ნაბიჯია ისეთი BP-ის შესაქმნელად, რომელსაც ახალ ენერგოსამყაროში არსებობა არ გაუჭირდება“, – განაცხადა BP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბერნარდ ლუნიმ.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.